არ მეგონა და არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ჩემს გულისტკენას არ გაითვალისწინებდი და ყოველდღიურ სატანჯველად გადამიქცევდი შენს საქციელს...
ყოველდღე და დღეში რამდენიმეჯერ ვუყურებ იმას, რაც მკლავს და ხმის ამოღების უფლებაც არ მაქვს თურმე, მხოლოდ იმიტომ, რომ ბრმად უნდა მჯეროდეს შენი...
არადა, რასაც ვუყურებ, დღითიდღე მარწმუნებს, რომ საერთოდ არ გესმის ჩემი, უბრალოდ, გართობას არ იკლებ და ამას ჩემი ნერვების ხარჯზე აკეთებ...
მართლა ავადმყოფად ჩამომაყალიბა ყოველდღიურმა ისტერიულმა გადამოწმებამ და იმის მაგივრად, რომ ამოვისუნთქო, წინ უარესი მხვდება...
რეალურად, უარს არ ამბობ ვიღაცასთან გართობაზე და გეშინია მისი დაკარგვის...
ათი დღიდან ცხრა დღე ამაზე ვხოცავდით ერთმანეთს და ისე გაატარე, ვითომ მხოლოდ მე მქონდეს ავადმყოფური დამოკიდებულება, სინამდვილეში კი, შენც ავადმყოფურად ხარ დამოკიდებული ვიღაცაზე...
მისი წერილები წაშალე, რომელშიც თურმე არაფერი იყო დასამალი, მაგრამ წაშალე... ჩემს წერილებს შლი იმიტომ, რომ... ხოლო იმის წერილები წაშალე იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობაც არ დაინგრეს?! მე კი ვატყობ, იმაზე მეტად ინგრევა შენი სიჯიუტის გამო, ვიდრე წარმოგიდგენია...
იმდენად მიჭირს უკვე შენი გაუთვალისწინებლობის აღქმა, რომ მირჩევნია წავიდე შენგან ერთ დღეს, როცა გულამომჯდარი და ამომსკდარი ცრემლიანი თვალებით ვიტყვი: მე არ ვარ მისთვის იმდენად ძვირფასი, რომ ჩემი გაითვალისწინოს...
ერთს რეალობას უწოდებ და ვეგუები, მეორეს რა დავარქვა, მეორე რეალობა?!
ძალიან მტკივა გული, ყელში მიბჯენილი გულით და შეუკავებელი ცრემლებით ვზივარ მატარებელში და ვწერ, ვწერ იმას, თურმე როგორ ვუყვარვარ ადამიანს, ჩემი გულისტკენის შემდეგ...
არ გეტყვი არაფერს, მაგრამ უსიტყვოდ წავალ ისე, რომ მიზეზსაც არ დავასახელებ...
იმას, რაც შენ გააკეთე - დაკიდება ჰქვია!!!

Комментариев нет:
Отправить комментарий