воскресенье, 7 июля 2019 г.

იმ ღამეს ტიროდა ყველაფერი...

და ასე იყო ... შენ მიდიოდი, მე კი გიჭერდი, მანამდე სანამ ხელები არ მეტკინა. ჰო ასე იყო... იცი?! ხანდახან არ ვნანობ, რომ გაგიშვი, ხანდახან ვნანობ, მაგრამ უმეტესი წილი სინანულისა მხოლოდ ჩემი გრძნობების შეცოდებაა და არა შენი..... რავიცი რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა დაბრუნდეს დრო უკან ...? სურვილიც აღარ მაქვს ....დავკარგე ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი და საჭირო რამ, ნდობა დავკარგე .... იმ ღამით ტიროდა ყველაფერი ჩემს გარშემო ცხარე ცრემლით, იმ ღამით ჩემი თვალები გაიყინა. ხელები ერთმანეთს შეადნა ლოცვით, მაგრამ უფალმაც არ ისურვა ჩემი გამხნევება. მე ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, რომ შორიდან მომავალი სინათლის ანარეკლზე დამენახა შენი სახე ფერმკთალი და თუნდაც შენი ერთი ცრემლი, რომ მცოდნოდა სიმართლე ..... ყველაზე ცუდი ისაა, როცა არ იცი რატომ კარგავ, ან რისთვის? არ იცი მომავლის  და ბედის ირონია ..... უბრალოდ
მეც გამიუფერულდი..... როგორც შენ გაგიუფერულდა ჩემი წმინდა სიყვარული... უკან დაბრუნებულს ნუ გექნება იმედი ჩემი მომღიმარი სახის ყურებისა ..... შენვე წაშალე წარსული, ნურასოდეს დამაბრალებ ამას  და თუ დამაბრალებ, გულის სიღრმეში შენივე თავი დაგტანჯავს, რადგან გეცოდინება, რომ მე არაფერი არ წამიშლია........................ დრო არაა არაფრის მკურნალი, არც მელანქოლია, არც შენდამი მოძღვნილი პოეზია, არც ჩემი თავი, არაფერი არაა ამ ყველაფრის მკურნალი, ეს ყველაზე ძლიერი ტკივილია თუ რამ დედამიწაზე ტკივილი არსებობს და ისე შევეჩვიე, რომ ვეღარც ვგრძნობ..... მალე მიხვდები, რომ შენს თავში რაც მოგწონდა მხოლოდ "მე" ვიყავი......... ძნელი იქნება, მაგრამ გაუძლებ, როგორც მე გავუძელი ჩემი თავის დაკარგვას.....

Комментариев нет:

Отправить комментарий