вторник, 2 июля 2019 г.

დამშვიდობება...

ალბათ ეს საბოლოო იყო… მორჩა, დამთავრდა ყველაფერი...
ყველანაირი გრძნობა გაქრება... ისევ შეიბყრობს შენს გულს ცივი, სუსხიანი ზამთარი და გაიყინება... გაიყინება, როგორც ადრე…
მე კი, დავრჩები ისევ მარტო მწარე რეალობასთან… თვალებში ჩავხედავ და იმ იმედს, სიყვარულს, თანაგრძნობასა და ერთგულებას ვეღარ დავინახავ, რასაც შენი თვალები მეუბნებოდნენ…
მორჩა! დამთავრდა! ყველაფერი წარსულს ჩაბარდა…!
მაგრამ ვიცი, ერთ დღესაც თვალებში ჩამხედავ და მეტყვი:- სულელი ხარ ... დამკარგე და... ძნელია, როცა გინდა იტირო, იკივლო, ამ პატარა გულიდან გადმოანთხიო ამხელა ტკივილი და ეს არ შეგიძლია... გინდა, რომ მთელ ქვეყანას გააგებინო და შეაფურთხო, რომ მათი თვალთმაქცობა უკვე გულისამრევი და ამაზრზენია...
გინდა იყვირო, გამოუშვა ყველაფერი ცუდი გარეთ, მაგრამ ვერა… და ამის გამო სადაცაა გული გაგისკდება, ვეღარ გაუძლებს, განახევდება მისი ფეთქვა და ბოლოს… ბოლოს სამუდამოდ დაგადუმებს…

Комментариев нет:

Отправить комментарий