საერთოდ გაქრობის ხასიათზე ვარ... არაფერი მესმოდეს და ვერაფერს ვხედავდე. უბრალოდ, ჩემი სამყარო მქონდეს, სადაც მხოლოდ მე და ჩემი მე ვიქნებით. ვიყო სადღაც შორს კაცთა მოდგმისგან, არ მესმოდეს ამქვეყნიური არაფერი. ვხედავდე მხოლოდ ცას და ბუნებას, მესმოდეს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და ფოთლების შრიალი. დაფრინავდნენ პეპლები და მეშხეფებოდეს თავისთვის მორაკრაკე ნაკადულის წვეთები. ვუყურებდე ყვავილებს, ან თუნდაც მზის ჩასვლისას ამოსულ, ახალგაღვიძებულ მთვარეს. გავცქეროდე მწვერვალებს ადამიანებივით გაყინული სახეები, რომ მიუღიათ და ამპარტავნად გადმოსცქერიან გარშემომყოფთ. მინდა ვიყო თბილი სიო, რომ ყველას გავუთბო გაყინული გული, თვით ამაყ მწვერვალებსაც შემოვურბინო და ვცადო მათი გულის გალღობა...
მინდა, ბევრი რამ მინდა, მაგრამ, სად არის ? ყოველი ჩემი მინდა, მხოლოდ მინდად დარჩება,... დროთა ძლიერ ქაოსში კი, ჩემთან ერთად გაქრება...!
მინდა, ბევრი რამ მინდა, მაგრამ, სად არის ? ყოველი ჩემი მინდა, მხოლოდ მინდად დარჩება,... დროთა ძლიერ ქაოსში კი, ჩემთან ერთად გაქრება...!
Комментариев нет:
Отправить комментарий