среда, 12 июня 2019 г.

ახლა ისე წვიმს, მაგრამ...


წვიმიანი ამინდი და ...
ჩემს ხასიათს წვიმა არ უყვარს და წვიმს... წვიმს... წვიმს... თუმცა მოივლის ხოლმე სივრცეებს ძლივს, ძლივს, ძლივს... თითქოს, ჯინაზე შესაყვარებლად- წვიმს... წვიმს... წვიმს... მე გალუმპული მივაპობ წვეთებს და ველი მომავლის სხივს...
თითქოს ჩემი სული ჯინია, ბოთლში გამომწყვდეული და დიდი სურვილი აქვს ნამსხვრევებად აქციოს ეს ბოთლი, გათავისუფლდეს და გაფრინდეს ქუჩებში.... მოიაროს წვიმიანი ქუჩები...
ვიფრენდი და დავფარავდი ბევრ კილომეტრს მხოლოდ ჩემს თავთან და წვიმასთან ერთად.... გავიყოლებდი ათასი ჩამქრალი თვალის გამოხედვას და უკანაც კი არ მოვიხედავდი....
რა კარგი იქნება, რომ არსებობდეს ვინმე ჩემი პარალელური, რომელიც წაიღებდა ყველაფერ იმას, რაც ჩემში ზედმეტია და იცხოვრებდა თავისთვის სადღაც პარალელურ სამყაროში... მას ექნებოდა ყველა ის თვისება, ფიქრი, წარმოდგენები, რომლებიც მე არ მჭირდება, ცხოვრებაში ხელს მიშლის და დიდი სიამოვნებით გავატანდი მათ ქარს....

Комментариев нет:

Отправить комментарий