„ყველა ქალს აქვს უფლება გაიღვიძოს დილით უსინდისოდ ბედნიერმა და გავიდეს სახლიდან უტიფრად ლამაზი...“
იმისთვის, რომ ბედნიერი იყო, ჯერ უნდა იცოდე როგორია შენთვის ბედნიერება. გინდა ბედნიერებით სავსე დიდი ყუთი ცხოვრების ბოლოს, თუ ყოველდღიური პატარ-პატარა ბედნიერებები?!
მე ვიცი რა არის ჩემი ბედნიერების ყუთი... ჰო და, რამდენიმე ნაწილად დავყოფდი იმ ყუთს და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მექნებოდა საკმაოდ დიდი ბედნიერება... და მეც რამდენიმეჯერ ვიქნებოდი სულის შეხუთვამდე ბედნიერი...
ქალის ბედნიერება კი, არც მის წარმატებაშია, არც სიმდიდრეში და არც სილამაზეში. ქალი ბედნიერია მაშინ, როდესაც ის ჭეშმარიტად უყვართ... ბედნიერებას ქალი გრძნობს, რომელიც მას ყველაფერს ავიწყებს. არაფერი ადარდებს და ქალი ამ დროს სხვა სამყაროშია – პარალელურში. სხვანაირად ხედავს ყველაფერს. მზეც ლამაზი აქვს ამ დროს, ცაც, ხეებიც, ჩიტებიც, ხალხიც, ასფალტიც კი ლამაზია. იმიტომ, რომ ქალი ბ-ე-დ-ნ-ი-ე-რ-ი-ა და ეს ყველაზე მაგარი გრძნობაა მისთვის მთელს მსოფლიოში.
ბედნიერია ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება ბედნიერებისთვის. დარწმუნებულია, რომ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და არ არის საჭირო, უხილავი ფანტომის ძიებაში გალიოს დრო, რომელიც არც ისე ბევრი გვაქვს...
ბედნიერია ქალი, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ ბედნიერებისთვის არაფერი განსაკუთრებული არ უნდა გააკეთო. უბრალოდ, უნდა მიხვდე, რომ ბედნიერება სულაც არ არის მიუღწეველი. მთავარია, გიყვარდეს სიცოცხლე და დააფასო ყოველი ახალი დღე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაჩუქებს და გაძლევს შანსს, მიუახლოვდე შენს ბედნიერებას.
ბედნიერია ქალი, რომელიც არ ელოდება მოწყალებას, რადგან იცის, რომ თვითონ არის საკუთარი ბედნიერების მჭედელი. ეს ბედნიერება კი უნდა დაიმსახურო…
არ არსებობს ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც არ სურს იყოს ბედნიერი, ამისთვის კი თითოეული მათგანი ათასგვარ ხერხს მიმართავს…
ადამიანი კი თვითონ ქმნის თავის ბედნიერებას...
ამიტომ, გინდა იყო ბედნიერი?! ჰოდა, იყავი ...

Комментариев нет:
Отправить комментарий