четверг, 13 июня 2019 г.

ცოდვების ბუდე...


ზოგის თქმით, ადამიანი, რომელიც შეცდომებზე ვერ სწავლობს, სულელია… ანუ ბევრის ცხოვრება სისულელეა… გადის დრო… იხედები უკან და გეცინება… ვიღაცისთვის გული გიტკენია… ვიღაცისთვის გიკოცნია… მეგობრები დაგიკარგავს და კიდევ ბევრი რამ, რაც დღეს უკვე უაზრობად მიგაჩნია… ყველაფერი უკითხავად წარსულმა შთანთქა… დრომ შეჭამა და დღეს გეღიმება… თუმცა იყო დრო, რომ ძალიან განიცადე… ახლა უკვე აწმყო გიმშვენებს ცხოვრების გზას… ის შენი მოყვარეცაა და მტერიც… ერთგულიცაა და მოღალატეც… წარსული მასთან შედარებით მონაგონარია… სად არის მომავალი???… ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ არ ვიცი…შენ აწმყოს მონა ხარ!… სულელი ხარ ადამიანო!… სიჭკვიანე მხოლოდ განათლებას არ გულისხმობს…
შენ მაშინ ხარ ჭკვიანი, როდესაც შენს ირგვლივ ‘განათლებულნი’ უსინათლოები ხდებიან!… როდესაც შენ ხარ მათი ნათელი წერტილი…
შენ ბრმა ადამიანი ხარ, რომელიც ერთი პატარა ნათელი წერტილის დანახვაზე ბედნიერი ხდება… და ჩვენ, ყველანი ისევ ცხოვრების ლაბირინთში მოვყევით…

Комментариев нет:

Отправить комментарий