пятница, 7 июня 2019 г.

გადაფასებული იდეალები

სიყვარულისთვის იბრძვის თითოეული ადამიანი... თითქოს ეძებს მასში გამოსავალს, იმედს, სითბოს, ურთიერთგაგებას...
თუმცა გადის დრო და მალევე ვხვდებით, რომ სიყვარულს ტყუილად შევალიეთ წლები, აზრები, ოცნებები და ის არ ყოფილა ისეთი, რასაც უნდა ასახავდეს და მოიცავდეს სიტყვა ”სიყვარული”, მთელი თავისი უდიდებულესობით...
გადის კიდევ დრო და ჩვენ ვძლიერდებით, უფრო მეტად მხურვალე გრძნობით და შეგრძნებით...
დროთა განმავლობაში, როდესაც იდეალები და ღირებულებები გადაფასდება, ვხედავთ, რომ უკვე გვძულს ის, რისთვისაც აქამდე ასე მამაცურად და მედგრად ვიბრძოდით...

Комментариев нет:

Отправить комментарий