ნუ დავკარგავთ სულს, ნუ გავყიდით ყველაფერს, როცა გინდა, რომ ღმერთი მუდამ გვერდით გვყავდეს...
ჩემი დილა 7–ის ნახევარზე იწყება. 7 საათზე უკვე ბათუმის ღვთისმშობლის ტაძართან გავდივარ გზას, რომელიც ზღვისკენ მიდის. უჩვეულო სიწყნარეა ამ დროს ქალაქის ქუჩებში, კანტიკუნტად თუ შეამჩნევ ადამიანებს, მხოლოდ მეეზოვეები არიან მრავლად...
დღეს სხვანაირი დილა იყო. ტაძართან, რომელიც ყოველდილით მარტოდ გამოიყურება, ხალხმრავლობა დაწყებულიყო. ეს არ იყო ტაძარში შემსვლელ მსურველთა დიდი არმია. ეს ბზის გამყიდველები იკავებდნენ ადგილებს სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურით, ჩოჩქოლით, ადგილების გაყოფით და ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილებით. მათგან ბევრი ალბათ იმ ტაძარშიც არ შევა დღეს, იმ დღესასწაულს არ მოილოცებს, რომლის საშუალებითაც საღამოს გაყიდული ბზის ნაშოვნი ფულის დათვლას დაიწყებს. იმ ბზის, რომლის თითოეულ რტოს ითვლიან, რომლის რტოებსაც ახარისხებენ – რომელი, რა ფასად გაყიდონ...
უკან დაბრუნებულს, გაცხოველებული ვაჭრობა დამხვდა. ბზის ტოტებს ირჩევდნენ ადამიანები საყიდლად... პატარა რტოები მეეზოვეებს ნაგვის ურნებისკენ მიჰქონდათ გადასაყრელად. ჩვენ ხომ ხარბი თვალით ვარჩევთ ყველაფერს და მერე რა, რომ წმინდა მცენარის უამრავ მოტეხილ პატარა რტოს ნარჩენებში მოვისვრით?!
ღვთისმშობლის ტაძარი კი ისევ ისე მდუმარედ იდგა (იქნებ დღეს უფრო მოწყენილიც), როგორც ყოველდილით და დასჩერებოდა თავის წინ მოფუსფუსე ადამიანებს...
ქრისტე იერუსალიმში წმინდა მცენარის ერთი რტოთი შევიდა და ტაძრის წინ მსხდომი მოვაჭრეები აყარა "წმინდა ადგილს, ფულით ნუ ბილწავთო"... ჩვენ კი მთელი დღის განმავლობაში ვცდილობთ, რაც შეიძლება "ლამაზი", "ბარაქიანი", ბზის ისეთი ტოტები შევარჩიოთ, რომელიც ყველაზე ძვირი ღირს, რომლის დამნახავიც იფიქრებს, მისი სჯობს ჩემსასო...
ერთი წლის განმავლობაში, უბრალოდ სადმე სახლის კარებზე, ან ოთახის კუთხეში გარჭობილი ბზის ტოტები, ნელ–ნელა ჭკნება... მისი არსებობაც კი გვავიწყდება, ისიც, როგორი "შრომა" გავწიეთ მის შესაძენად...
ერთი წლის შემდეგ, ბზის ტოტებს გადავყრით და ახლის შესაძენად, ისევ მივაკითხავთ ტაძარს...
ორი წლის წინანდელი ბზობა გამახსენდა. იმ დღეს პატარა ეკლესიასთან ჩავიარე, სადაც ის იყო, რაც დღეს და ბზის გამყიდველს ფასი ვკითხე. უცებ ჩამომირაკრაკა, რომელი ტოტი რა ღირდა. მე კი ბზის საყიდელი ფული არ მქონდა, ვერ შევწვდი ფასებს. რამდენი ადამიანი იქნებოდა და იქნება ამ დღეს, რომელიც სულ პატარა ბზის ტოტსაც ვერ იყიდის... დღესასწაულები, ბზის რტოებიც და ყველაფერი, რაც არსებობს დედამიწის ზურგზე, ღმერთმა ყველას ერთნაირად გვაჩუქა...
24/04.2016

Комментариев нет:
Отправить комментарий