„იქ“... იქ, სადღაც შორს, ძალიან შორს... სადაც თბილი სიო, ნოტიო ჰაერი და მზისგან დასიცხული სანაპიროა...
„იქ როგორ?!“ უსიტყვოდ, ერთსახოვნად, სულით, შიშველი სულით დგახარ მარტო და გაქაფებულ ტალღებს უყვები ბევრს, იმაზე მეტს, ვიდრე იცი და შეგიძლია თქვა...
„იქ“ გიგებს და ნელი თქაფუნით გესაუბრება, მაგრამ ეს მხოლოდ შენ და მან იცით და არავინ სხვამ... „იქ“ ერთგულია, უყვარხარ და არასოდეს გიღალატებს...
„იქ“ თბილია და ჩემია... მენატრება და მეჩემება, მესიყვარულება, მეარსებება, მეერთადერთება, მეწმინდანება... „იქ“ შეუფასებელი და ერთადერთია... შენ, იქ ხარ... „იქ“, შენთან არის და არ გტოვებს.... ერთგული და წმინდაა „იქ“...
ზიხარ საუკუნეებისგან დაღლილი, გაერთკაცებული, იმედგადაწურული ყველაფერზე, შეყურებ ზეცას აციმციმებულ ვარსკვლავებს, მარტოდ დარჩენილ მთვარეს, აშრიალებული ხეების ანარეკლებს, აცახცახებულ მინდვრებს, მარტოდ დარჩენილ შუქურას მიტოვებულ გემებს და ეს ყველაფერი იმდენად გეშენება, რომ ყველა წუთი საუკუნის ნეტარებად გიღირს...
ეს შენია... „იქ“ შენია...
"იქ" რა არის ?! იქ ზღვაა... მღელვარე, დაუცხრომელი, ყველაზე ცისფერი და უკიდეგანო... ზიხარ საათობით და უსმენ... უსმენ და გინდა, რომ შეცურო, აჰყვე ტალღების დინებას და მიენდო მის შეუცნობელ გუნებას... შეჰყვე ღრმად, აედევნო, შეიგრძნო და დარჩე დარჩე „იქ“... თან უსასრულოდ, ღრმად...
„იქ“ ჩემია...
„იქ“ შენთანაა...
„იქ“ აქაა გულში და არასოდეს გავუშვებ სხვასთან...
„იქ“ ჩვენ ვართ, მე და შენი ანარეკლი...

Комментариев нет:
Отправить комментарий