წვიმს... გარეთ საშინლად წვიმს... წვიმის წვეთები ფანჯრის მინებს ეცემიან და უცნაურ მელოდიურ ჟღერადობას გამოსცემს... გარეთ რა სასიამოვნო სიცარიელეა... ადამიანზე ხშირად ასეთი ამინდი ცუდად მოქმედებს და ცუდ ხასიათზე აყენებს, ჩემზეც ზუსტად ასევე მოქმედებს ხოლმე, მაგრამ... დღეს... დღეს, პირიქით, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ... გარეთ კი წვიმს... წვიმს გადაუღებლად... ქუჩაში წყლის გუბეები დგას... ისევ წვიმს... თითქოს, ცას პირი დაუღია და დედამიწის ჩაყლაპვა მოუნდომებიაო...
ნეტავ, ჩაყლაპოს... არა, ამას რას ვამბობ...
ვფიქრობ... ძალიან ბევრს ვფიქრობ...
გარეთ ვიხედები... წვმისგან შეშინებული ადამიანები თითქოს, სულ დაპატარავდნენ... უცებ, სიცილი ამიტყდა... რატომ?! იმიტომ, რომ უეცრად გამიელვა თავში – ადამიანები რა საცოდავ, უმწეო, პატარა არსებებად იქცნენ მაშინ, როდესაც თავი ყველაზე ძლიერები ჰგონიათ...
როგორ მომინდა, ამ წუთას გამქრალიყვნენ ეს პატარა არსებები, რომლებიც პატარა გაწუწულ თაგვებს დაემსგავსნენ, რომლებსაც წვიმის წვეთები აშინებთ...
წვიმს... ისევ წვიმს... მე ცას შევყურებ და ვთხოვ, არ გაჩერდეს, იწვიმოს... დაამციროს ადამიანები, აგრძნობინოს მისი ძალა... ადამიანი ძლიერი მაშინაა, როცა ხელში იარაღი უჭირავს და ისე ებრძვის ბუნებას, შიშველი ხელებით კი ვერაფერს აკეთებს, პირიქით, ეშინია... ეშინია, რომ ბუნება სამაგიეროს გადაუხდის მიყენებული ტკივილის გამო...
თუმცა, ფიქრობენ კი ადამიანები ამაზე?! არა, არამგონია... აბა, ყოველივე ამაზე რომ ერთი წუთით მაინც დაფიქრდეს, ამდენ საშინელებას როგორ გააკეთებდა... ადამიანმა ხომ ყველაფერი დაივიწყა... იგი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ბუნებას როგორმე დაუმტკიცოს თავისი ძალა, მაგრამ ის კი არ იცის, რომ ბუნება მასზე გაცილებით ძლიერია, რომ ის არანაირ კანონზომიერებას არ ემორჩილება. დიდი მოთმინების უნარი აქვს, თუმცა, ბოლოს, მასაც აევსო მოთმინების ფიალა და თქვა: - მორჩა! კმარა, ადამიანებო! კმარა ამდენი დამცირება! მე ყოველთვის გიწევთ ანგარიშს, თქვენ კი, არასოდეს! არასოდეს გიფიქრიათ, რამდენი ტკივილი და რამდენი საწუხარი გვაქვს. ჩვენც ისეთივე სულიერი არსებები ვართ, როგორც თქვენ. თქვენ შეიძლება, ლაპარაკი შეგიძლიათ, რომლითაც გამუდმებით ატყუებთ ერთმანეთს, გამუდმებით თვალთმაქცობთ და თავს ისე აჩვენებთ, თითქოს, ერთმანეთი გიყვარდეთ! აი, რითი ხართ, თითქოსდა, ჩვენზე უკეთესები. თუმცა, ჩვენ ლაპარაკი არ შეგვიძლია, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ უფრო მეტად გაგვაჩნია სიყვარულის უნარი, ვიდრე თქვენ, ადამიანებო! ჩვენ ღმერთს მადლობას ვწირავთ იმისთვის, რომ ადამიანებად არ გაგვაჩინა, რომ არ მოგვანიჭა ლაპარაკის უნარი. ჩვენ, ღმერთმა ყველაზე დიდი სიმდიდრე გვიბოძა-სიყვარულის უნარი. მე კი თქვენშორის ვერ ვხედავ, ვინმეს სიყვარულის უნარი გააჩნდეს. თქვენ რომ სიყვარული შეგეძლოთ, მაშინ ამდენ სისასტიკეს არ ჩაიდენდით...
გარეთ კი ისევ გადაუღებლად წვიმს... თითქოს, ჯავრს იყრის ადამიანების უმწეობაზე...
კარგია... ბუნებაც ხომ ღმერთის შქმნილია, მასაც ხომ აქვს არსებობის უფლება... აბა, რა ვიქნებოდით ბუნების გარეშე – სრულიად არაფერი... ადამიანი უძლურია ბუნების წინაშე... ბუნებას გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე ადამიანს... და, ალბათ, სწორედ ამის შურს ადამიანს, ალბათ, სწორედ ამიტომ ცდილობს გამუდმებით მის დამარცხებას, მაგრამ ვერსოდეს შეძლებს...!
აი, თუნდაც, ახლა, როგორი უმწეო ჩანს იგი... წვიმამ როგორ შეაშინა და დააპატარავა... წვიმა კი ბუნების გამოგზავნილია... ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს, ხახადაღბული ცა მის ჩაყლაპვას ლამობს... მას კი არაფერი შეუძლია... არ შეუძლია, წინააღმდეგობის გაწევა და ალბათ, ვერასოდეს შეძლებს...
ბუნება ისეთი ლამაზი და მშვენიერია... ადამიანები ხომ მოხიბლულები არიან მისი ღვთაებრივი სილამაზით... დიახ, სწორედ, რომ ღვთაებრივი სილამაზით... და, ალბათ, სწორედ ეს აგიჟებს ადამიანს... სწორედ, ეს ღვთაებრივი სილამაზე შლის ჭკუიდან... ის ეგოიზმით შეპყრობილი არსებაა... მას სურს, ყველაფერი მას ეკუთვნოდეს... სურს, რომ ეს ღვთაებრივი სილამაზე ხელში ჩაიგდოს, თუმცა ხვდება, რომ ეს შეუძლებელია და ამიტომაც ცდილობს, მის განადგურებას. თუ მას არ ერგება ეს სილამაზე, მაშინ უნდა, რომ მოსპოს, ფესვიანად ამოძირკვოს... სწორედ ამიტომ ებრძვის იგი გამუდმებით ბუნებას... ბუნება კი რის ბუნებაა, თუ თავისი განძი არ დაიცვა. ის ადამიანს კი არ ებრძვის, იგი იბრძვის მხოლოდ გადარჩენისთვის, არსებობისთვის. მისი დევიზიც ხომ ესაა: ”ბრძოლა გადარჩენისთვის”!
გარეთ კი, წვიმს... წვიმს გადაუღებლად... ფანჯრის მინებზე ისევ ისმის ეს საოცარი ხმა... ხმა, რომელსაც წვიმის წვეთები გამოსცემენ... მელოდიური ხმა... რომელიც მთლიანად გიპყრობს და გიმორჩილებს...
წვიმს... ისევ ისე ძლიერად წვიმს...

Комментариев нет:
Отправить комментарий