ჟურნალისტიკის უმთავრესი ფუნქცია და მიზანია ახლი ამბების მოძიება-დამუშავება და მათი აუდიტორიისთვის მიწოდება. თანამედროვე მსოფლიო ახალი ინფორმაციის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. თუმცა, ახალი ამბების მოძიება-გავრცელებასთან ერთად, ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა კულუტურულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო სახის მასალების საზოგადოებაში გავრცელება.
ჟურნალისტიკის კულტურულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციის მთავარი მიზანი – საზოგადოებაში ცოდნის ფართო სპექტრის გავრცელებაა. ამ სახის მასალა, აუდიტორიას ეხმარება სულიერი და მატერიალური კულტურის გაცნობა-შეთვისებაში, დაინტერესებულთ, საჭირო ცნობების მიღებაში, რეკრეაციულ თუ საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა თუ სპორტის დარგებში.
თანამედროვე ქართული
ჟურნალისტიკა სერიოზულად
აფერხებს საზოგადოების
განვითარებას. იგი
ვერ აკმაყოფილებს
სტანდარტებს და
ხშირად სერიოზულ
საფრთხეს უქმნის
ქვეყნის განვითარებას. პოლიტიკური თემებით ანგაჟირებულ ქვეყანაში, ბიზნეს-ამბების კეთება წარმოუდგენელი გახდა. განსაკუთრებულად ძნელი აღმოჩნდა პოზიტიური თემატიკის შერჩევა და ისეთი ფორმით გადმოცემა, რომ მსმენელისთვის საინტერესო იყოს. ქვეყანაში საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურების კუთხით საინტერესო არაფერი ხდება. ამის მიზეზებს ბევრი პოლიტიკურ მმართველობაში ეძებს, არადა, რეალური მიზეზი თითოეული ჟურნალისტის ინერტულობა, არაპროფესიონალური უნარ-ჩვევები, თავისუფლების პირობებში ცხოვრების არცოდნაა. ჩვენი საზოგადოება ჰგავს იმ ადამიანს, რომელმაც სატუსაღოში მრავალი წლის გატარების შემდეგ, არ იცის თავისუფლების პირობებში ცხოვრება, რომელიც თავს ძალიან შებოჭილად და უხერხულად გრძნობს. ასეთ პირობებში ასმაგად იზრდება მედია გამოცემების როლი და დანიშნულება. მედია საშუალებებმა უნდა გამოაცოცხლონ დეპრესიული ქართული საზოგადოება. ამ დროს რა ხდება მედია სივრცეში?
ეს არის ყველაზე შავ ფერებში გადმოცემული, მდარე ხარისხით აწყობილი, უაზროდ გამძაფრებული ნეგატიური ინფორმაციების ნაკადი. ძალიან ბევრი ევროპული მედია-საშუალება ცენზურას ადებს ძალადობისა და დრამატულ ფაქტებს, მაშინ როცა ჩვენთან ყველაფერი თავისუფალია, ყოველგვარი ასაკობრივი მოხმარების შეზღუდვის გარეშე, ყველაზე ხელმისაწვდომ ინტერნეტ-სივრცეში ვხედავთ წამების, მკვლელობის ამსახველ სრულ კადრებს. აღნიშნულ კადრებს ბევრი ევროპული ტელევიზია და ინტერნეტ გამოცემა, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით ავრცელებს. ქართველი ჟურნალისტები კი დღეს მზად არიან რეიტინგის სანაცვლოდ ყველაფერი გააშუქონ.
ახალი ამბების შეგროვებასა და გავრცელებას საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. იყო პერიოდი როდესაც ეს ყველაფერი საფოსტო მტრედებითა და უბრალო ნავების მეშვეობით ხდებოდა, თუმცა, იმ დროისათვის საინფორმაციო სააგენტოები არ იყო ჩამოყალიბებული იმ სახით, რა სახითაც ისინი დღეს არსებობს. უმეტესწილად ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება ხდებოდა არა ოპერატიულად და საკმაოდ შეზღუდული იყო სივრცობრივად. დროთა განმავლობაში როგორც მაიკლ შადსონი უწოდებდა, „დემოკრატიული საბაზრო საზოგადოების“ ჩამოყალიბებამ, მცირე-ბიუჯეტიანი გაზეთების გამოჩენამ, ახალ ამბებზე მოთხოვნილების გაზრდამ და ტექნოლოგიების განვითარებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღესდღეობით, საინფორმაციო სააგენტოებს შეუძლიათ წუთში 12 000 სიტყვა, რამდენიმე ფოტო და გრაფიკული გამოსახულება გადასცეს დედამიწის ერთი კუთხიდან მეორე
კუთხეში.
თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკა აშკარად ჩამორჩა თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს, რაც საზოგადოებაზე სავალალოდ აისახება.
ქართულ მედია
სივრცეში დღეს
ხდება ადამიანების
და თვით
ჟურნალისტების დეგრადაცია. მონობა
კი სხვა
არაფერია, თუ
არა შიში
და სიზარმაცე,
მუქთად ცხოვრებისკენ
ლტოლვა, სხვის
ნაშრომ-ნასუფრალით
დანაყრება, რომელიც
ფსიქოლოგიურად იგივდება
სიბნელესთან და
მარადიულ, პირქუშ
სიცარიელესთან. სულიერი
ვაკუუმი უკვე
ფიზიკურ სიცოცხლეშივე
წარმოიშობა, როდესაც
ადამიანს აზროვნება
ეზარება, ვერაფრით
ავსებს საკუთარი
სამყაროს სიცარიელეს
და მუდმივად
დამოკიდებულია სხვის
აქტიურობაზე. ამიტომაც, თავისუფლება
მამაცის ხვედრია
და არა
ლაჩრის, რომელიც
საკუთარი უსუსური
არსებობის დასაცავად,
ირგვლივ ყველაფერ
თავისუფალს ებრძვის.
ყველაზე მეტად
კი საკუთარ
თავში თავისუფალი
სულის ჩაკვლა
ხელეწიფება. თუმცა,
ამ სულიერ
დეგრადაციას, სხვისის
მაიმუნურ მიმბაძველობას,
რატომღაც მოწინავე
კულტურად და
სამაგალითო ეთიკურ
ნორმად ასაღებენ
ქართული ტელევიზიებით, რაც შემდეგ
გადამდებ მენტალურ
სენად იქცევა
მომავალი თაობებისთვის
და ქვეყანაც
ამ მოჯადოებულ
წრეზე იტრიალებს
თაობიდან თაობამდე,
მუდმივად სხვისი
თავისუფლების, სხვისი
წარმატების და
სხვისი სილაღის
მოტრფიალე, საკუთარი
თავისუფლებისა და
შემოქმედების მკვლელი.

Комментариев нет:
Отправить комментарий