თვალსაწიერის ახალი
სივრცე გაჩნდა
- ფანჯრის ცივ
მინაზე მიდებული
შუბლით, ყველას
და ყველაფრის
ლოდინით დაღლილი
თვალებით - წვიმიანი ქუჩას
ხედავს. წინხედი არ
აქვს, დაუმთავრებელი „ცადაზიდული“ შენობის ყურება
დიდი ვერაფერი
საყურებელია ადამიანისთვის. მითუმეტეს, როცა ჰორიზონტის დანახვა მისთვის
აუცილებელი პირობაა.
დიდიხანია ფანჯრიდან
აკვირდება ყველაფერს. ვარდისფერს არც
ელოდება მის
იქით, ცის
დანახვაც კი
საკმარისია, თუნდაც ღრუბლიანის, ოღონდ
ზემოთ ახედვა
არ იყოს
საჭირო ამისთვის. დაბლა კი, დაბლა ქაოტური
ქუჩაა - მანქანების უსასრულო და
ყურისწამღები შხუილით. ადამიანებით, რომლებიც უბრალოდ
გარბი-გამორბიან
ან მანქანების ნაკადს გაურბიან.
ბოლოდროს, ფიქრებიდან გაქცევა
ჩვევად გაიხადა, ისევე როგორც
საკუთარი თავიდან. ფიქრებს და
საკუთარ თავთან
ჩაღრმავებას სხვა
მხარე აქვს, იქ რაღაცას
ვერ გაურბის
აშკარად და
ამიტომაც გადაწყვიტა მისგან შორს ყოფნა.
გაჰყურებს წვიმიან, შენობებისგან დავიწროვებულ ქუჩის პატარა
ნაწილს და
დიდ ქალაქში, გრძელი ავტობუსის
ფანჯრის მინაზე
მიდებული თავიდან
წამოსული ფიქრები
არ ანებებს
თავს. სულ ორჯერ იმგზავრა
21 ნომერი ავტობუსის
უსაშველოდ გაწელილი
მარშრუტით და
ორივეჯერ ფიქრს
მიანდო გადაღლილი
გონება. როგორც ყოველთვის, გარშემომყოფების ქაოტური
მოძრაობა,
გაყინული სახეები, შუშის თვალები და ხმაური
მისი ცხოვრების მუღებელი ნაწილია, ამიტომაც გახდა ყურსასმენები მისი მუდმივი
და ერთგული
თანამგზავრი - მუსიკა მისთვის
შვებაა ფიქრის
დროს.
„ვერ
მიმიღო დიდმა
ქალაქმა, ვერც შემისრუტა, ვერც ჩამყლაპა, ვერც მიმაჩვია
თავის არსებობას. ვერ ვიცხოვრებ
ქალაქში, სადაც გადაადგილების მარტივი საშუალება
არ არსებობს. სადაც ადამიანური ურთიერთობები აღარ
არის და მხოლოდ ბრბოს პრინციპით განაგრძობს არსებობას...
არ ვარ
უმადური, მიყვარს ქალაქი,
სადაც შემთხვევითი შემთხვევითობით დავიბადე, მაგრამ ვერ
ვუგებ მის
უსასრულობას. ფეხით სიარული
მენატრება და
თუნდაც ნაბიჯების
დათვლა, რამდენია იქიდან
იქამდე რომ
მივიდე.“
ფაქტიურად გამოიქცა
დიდი ქალაქიდან
პატარა ქალაქში, რომელთანაც რამდენიმე
წელი აკავშირებს. აქ
უფრო მშლობლიურად გრძნობს თავს. ვინ თქვა
პირველად „დიდ ქალაქს დიდი
შესაძლებლობები აქვსო?“. დიდ ქალაქს
პატარასგან განსხვავებით, უბრალოდ
დიდი პირი
აქვს და
გადაყლაპვის მეტი
შესაძლებლობა. სხვა განსხვავება ვერ
იპოვნა ქალაქებს
შორის. მეტი და ნაკლები
ქაოსი, სხვა არაფერი განსაკუთრებული. მეტ
დამღლელ ხმაურს
კი ნაკლები
სჯობია, სხვა რამეებისგან განსხვავებით...
ახლა არ
იცის, რამ მოიყვანა წერის
ხასიათზე, რატომ ინახავს
უამრავ ამბავს
მხოლოდ თავში
და რატომ
ამდენხანს არ
გადმოსცა ის
დღეები, როცა აქტიურად მუშაობდა
ტვინი და
გონება იმდღევანდელი ამბის დაწერაზე. ნუთუ წერასაც
გაურბოდა, რომელიც მასთან
დიდი ხანია
ყველაზე ახლოსაა?! ან იქნებ
იმ დღეებს
გაურბოდა, როცა ფიქრში ამბავს
წერდა და
სულაც არ
იყო პოზიტიური?! არადა, ხომ წერდა
გონება იმ
დღეებს და
ხომ აქვს
მას სულ
ცოტა ნიჭი
მაინც მათ
გადმოსაცემად?!
ალბათ ერთ
დღეს, ერთი ფიქრით უცებ
ყველაფერი იცვლება
და იწყებ წერას, დაგროვილის გადმოხეთქვა გჭირდება, ვეღარ უძლებ
შინაგან კივილს
და წკაპა-წკუპით ამუშავებ
მოდუნებულ თითებს. ახლა გრძნობს, რა ბედნიერია, რომ ამის
შესაძლებლობა აქვს, რამხელა შვებაა
გონებაში დაწერილი
ამბების გადმოცემა. ვერ ამბობს, მაგრამ წერს. თქმა არასოდეს
უჭირს, უბრალოდ, წერით მეტს
ამბობს, მეტად
განიცდის სათქმელს
და მეტ
ენერგიას დებს
არა წარმოთქმულ, არამედ, დაწერილ ასოებში.
წერს ახლა, წვიმიანი ქალაქის
დავიწროვებული ქუჩის
შემყურე და
იმაზეც ფიქრობს, მიიღო ამ ქალაქმა
ის და
მისი შესაძლებლობები?!
„უნდა
წავიდე, ისე უნდა წავიდე, რომ არ
იცოდეს არავინ, როდის, სად და
როგორ წავალ... დაუმშვიდობებლად, ჩემოდნით ხელში
და აუცილებელი ნივთებით... მთავარია, რომ წავიდე, გავშორდე ამ
წრეს, რომლის გარშემოც
დავდივარ წლებია, ან ის
მოძრაობს ჩემს
გარშემო და
სულ პატარა
გასასვლელსაც კი
არ მთავაზობს, რომ რაღაც
მაინც სხვანაირად იყოს...“
ჰმ, თურმე ისევ
გაქცევაზე უჭირავს
თვალი, ისევ სადღაც და
ახალის დაწყების
იმედი აქვს. მაინც რამდენად
ოპტიმისტი უნდა
იყო მსოფლიოში
ალბათ თითზე
ჩამოსათვლელი ყველაზე
დიდ პესიმისტ
ადამიანებს შორის, რომ ახლის
იმედით გინდოდეს
განაგრძო და ყველაფრის თავიდან
შექმნაზე ფიქრობდე?! იქნებ, სწორედ ესაა
ყველაზე დიდი
პესიმისტების ყველაზე
დადებითი თვისება, რომ არ
დანებდნენ და
თუნდაც გაქცევით
უშველონ თავს, ვიდრე საბოლოო
გადაწყვეტილებამდე მივლენ...
იმ დიდი
ქალაქისგან განსხვავებით, ეს
პატარა ქალაქი
თვითონ მიიღო, თვითონ შეეცადა
მის შესრუტვას...
თითქოს გამოუვიდა
კიდეც, ბევრი უცნობის
და ცოტა
ნაცნობი ადამიანის
სიყვარულიც დაიმსახურა, ცოტა
ადამიანის სიძულვილთან ერთად, მაგრამ მთავარი
ხომ სიყვარულია და თუ
ის მეტია,
ე.ი. სიყვარულში მეტად
გაჯიბრებია აქ
ადამიანებს, ვიდრე
სიძულვილში...
ეს მისთვის
შვებაა, „ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოში“ სათქმელი, ასე ძალიან
რომ უყავრთ
ქართველებს, რომლებიც წარსულს
გაურბიან, მაგრამ
მოგონებებს - ვერა
და ვერა...
„დედა, ან უნდა
წახვიდე და
საზღვარგარეთ იმუშაო, ფული დააგროვო, რომ ბინა
იყიდო, ან აქ უნდა
იმუშაო იგივე
საქმეზე - ძიძად
ან მომვლელად...
ხომ ხედავ, რომ სხვა
გზა არ
გაქვს? რატომ ჯიუტობ, რატომ არ
მოდიხარ მაგ
ქალაქიდან, ხომ ხედავ, რომ არავინ
გიდგას გვერდით
მანდ და
არც შენი
ნიჭის და
შესაძლებლობების სათავისოდ
გამოყენებაც არ
უნდა არავის? რას ელოდები?“
„დედა, წამოდი მანდედან, მე მაგათი
დედაც, ამდენი ნაცნობის
მიუხედავად, შენთვის
რომ არაფერი
გამოინახა მაგ
ქალაქში...“
შვილებს ვერ
პასუხობს, ხშირად მათთან
საუბარსაც გაურბის
და ესეც
მხოლოდ ისევ
რაღაცის მოლოდინით... ერთი დღე
უნდა და
ისეთი, როცა მათთან იამაყებს, დანახებს, რომ შეძლო
და გამოუვიდა, მიუხედავად დიდიხნის
ლოდინისა...
საშინლად უნდა
ამ დღის
დადგომა.
„როცა რაღაც
ძალიან გინდა
და გულით, ის აუცილებლად ახდებაო“, მას კი
უკვე რამდენი
წელია უნდა... სულ ელემენტარული, სულ ცოტა,
რომ არსებობა შეძლოს ქვეყანაში, რომელიც
არ ეთმობა. თუმცა, რომ უკვირდება, ქვეყანა უწესებს ვალდებულებებს კონკრეტული ადამიანების
ინტერესებიდან გამომდინარე და მას კი, ვალდებულება
მოხდილს, სხვებისთვის გარჯილს,
ნაომარს, დაღლილს და დატანჯულს, მარტოდ ტოვებს მილიონი პრობლემის წინაშე...
რატომ არ
მოდის ეს
დღე მის
ცხოვრებაში? რატომ გაიჭედა
წრის შიგნით
და რატომ
ვერ დააღწია
თავი მის
არცთუ კეთილ
ჯადოსნურ რკალს?
უარყოფითი შედეგებიდან გამომდინარე, ყველა თავისებურად ხსნის საკუთარ შესაძლებლობებს, ზოგი უბედობას
აბრალებს, ზოგი უღმერთობას... ბევრი კი
თვლის, რომ ცოდვების გამო
ისჯება, მაგრამ ღმერთთან
სიახლოვეც ვერ
ანიჭებს ბედნიერებას... გარედან ბევრს
სწამს, შიგნით უმრავლესობის პროტესტი ყვირის
და ვერ
ამბობს...
ეს, ფანჯრის ცივ
მინაზე მიდებული
თავი ამ
ყველაფერში გახლართულია - უბედობასაც აღიარებს, როცა ბრაზობს
- უღმერთობასაც და
როცა მასთან
სიახლოვეს ცდილობს, მის მიმართ
ბევრი კითხვებით
ასკდება საკუთარ
გონებას... საკუთარს,
აბა პასუხი
ვისგან მიიღოს, ბრმადმორწმუნესგან, თუ თავისნაირისგან, თუ
სრულიად ათეისტისგან?!
უბედობა - წლების
გადასახედიდან, მისი უბედობის შეგრძნება
ცხოვრების შესახებ
პირველ კითხვაში
და მოკლე
პასუხში გაჩნდა: „დედა,
სად არის
მამა?“ – „მოკვდა“. ცივი და
ლაკონური პასუხის
შემდეგ, დედისთვის მეტჯერ
აღარ უკითხავს
ამ თემაზე
არაფერი და
პატარა თავმა, მცირედ მოაზროვნე
პატარა გონებით, თავი უბედობას
დაუკავშირა - „ყველას
ჰყავს მამა
ჩემს გარშემო
და მე
არა, იმიტომ, რომ მოკვდა“... ეს უბედობა
წლების შემდეგ
უსასრულოდ გაღრმავდა, როცა გაიგო, რომ არ
მოკვდა და
მისგან დამოუკიდებლად ცხოვრობდა კაცი, რომლსაც არ
ახსოვდა და
არც სურდა
მისი გახსენება...
„რა
გეშველება უჩემოდ, როგორ იცხოვრებ?“ - მაშინ არ
ელოდებოდა ამ
სიტყვების დასაწყისის დადგომას, ვერ მიხვდა, რა უნდა
მიეგნო მასში...
მეორედ და
დღემდე კიდევ
უფრო მტკივნეულად უბედობის შეგრძნება, დედის სიკვდილის
შემდეგ გაუჩნდა. მისმა ცრემლიანმა და ტკივილიანი თვალების არიდებამ,
უსიტყვობამ და
მდუმარებამ, ახალი ტკივილი
გააჩინა - „დედას
აღარ ვუყვარვარ“. დედას კი
უყვარდა. უყვარდა, მაგრამ შვილის
არსებობა ტკივილს
გვრიდა, მამამისს ახსენებდა
და დედას, რომელიც მის
გამო წავიდა
ამქვეყნიდან - არ
აპატია შვილს
შეცდომა და
თავმოყვარეობის შელახვა. ისე დალია
შაბიაბნის ლამაზი
ფერის სითხე, რომ არ
უფიქრია, რა ელოდებოდა მისი
გადაწყვეტილებით მარტოდ
მიტოვებულ შვილს
და ჯერ
კიდევ დაუბადებელ შვილიშვილს... პატარა გოგონასთვის კი დედა
ყველაფერს ნიშნავდა, სულ მასთან
უნდოდა ყოფნა, ჭირვეულობდა მის
გარეშე და
ამას უზნეობაში
უთვლიდნენ...
იქნებ გრძნობდა, რომ დედასთან
ცხოვრების ძალიან
ცოტა დროღა
ჰქონდა დარჩენილი
და ამიტომაც
ჩამოყალიბდა დედისერთა
ეგოისტად...
ალბათ ჰო
და ამიტომაც
ახსოვს დღემდე
მასთან გატარებული ყველა დღე, ტვინმა თითქმის
ყველაფერი შემოინახა, რაც დასავიწყებლად არც მარტივი
აღმოჩნდა და
არც უნდოდა
მისი დავიწყება...
წავიდა დედა
და მოუსვლელი
მამის არარეალურმა სიყვარულმა შეიპყრო...
უყვარდა ადამიანი, რომელსაც მხოლოდ
ფიქრებში ესაუბრებოდა, რომლის
შესახებაც წერდა
და ვერავის
აჩვენებდა...
გაუღებელ კარებში
ელოდებოდა მის
გამოჩენას და
გონებაში ხატავდა
შეხვედრას - თბილს
და ლამაზს. კარი კი
არადა არ
იღებოდა...
ერთ დღეს
კი, გაუღებელ კართან
მამის ლოდინიც
შეწყდა, როცა მისი სიკვდილის
შესახებ შეიტყო
და იმ
ღამეს სამშობიარო ტკივილები დაეწყო
- დილით ადრე
პირველი შვილი
გააჩინა...
თითქმის
ნახევარი საუკუნეა ცოდვებს მთებივით დგამს.
პატარა ბორცვებიდან დაიწყო, გორაკებზე გადავიდა, ნელ-ნელა მთებად აიზიდა და
სულ მალე მყივარწვერივით დაადგა თავზე ცოდვების მთელი კასკადი. წაიღებს ამ ცოდვებს და მიუხედავად იმისა, რომ არ
იცის, რომელ საფეხურზე მოუწევს ცხოვრება ჯოჯოხეთში, მაინც ყველას მიიტანს სამსჯავროზე.
რას იზამ, როცა არ გპატიობენ სიყვარულს, თანაგრძნობას, ურთიერთობებს
და მერე შენც ცოდვინი ხარ - ყველასავით...
რას იზამ?! ადამიანად გაჩენილი, მის ცდუნებებს ვერ უძლებს. ადამიანობა ადვილია, ადამიანურობაა რთული.
ყველაზე
მეტი ცოდვა სიყვარულის გამო აქვს ჩადენილი.
იმისთვის, რომ თვითონ მარტივად არ შეუძლია
სიყვარული, გრძნობების შეკავება, ყველაში ეძებს იმის მცირედს, რაც თვითონ ბევრი აქვს და ერთ დღეს მწარე რეალობის
წინაშე დგება, ის ისევ მარტოა და აპათიით შეპყრობილი, ისევ დეპრესიის მასპინძელი და გრძნობს, რა შორსაა იმედები თანდათან... როგორ შორდება ადამიანებს,
როგორ აღარ უნდა, რომ უყვარდეს, როგორ სძულს
სამყარო, რომელიც ვერა და ვერ დაატრიალა თავის
გარშემო...
Комментариев нет:
Отправить комментарий