თითქოს ასი წელია პოსტი არ დამიწერია და ასევე არ წამიკითხავს თქვენი პოსტები... არადა, წასაკითხი პოსტების რაოდენობა პიკს აღწევს. გთხოვთ, ძალიან ნუ მიწყენთ...
ამ "ას წელიწადში" ასე თუ ისე შეიცვალა ჩემი ცხოვრება...
ერთი და იგივე უემოციო ფიტულები, ერთი და იგივე უაზრო იმედგაცრუებები...
გარეთ წყლიანი, იმედიანი თვალებით ვიყურები, მაგრამ გარეთაც იმედგაცრუება... იქაც უსიცოცხლობა, უმოძრაობა... იქაც დაპროგრამებული ხალხი... არანაირი თავისუფლება...
ტკივილი, რომელსაც ამ ყველაფრის დანახვა განიჭებს...
გუშინ გადავწყვიტე ჩემი ცხოვრებიდან ეს გადავსებული, ნაჯღაბნი, არეულ-დარეული, ტკივილითა და ცრემლით გაჟღენთილი ფურცელი ამომეგლიჯა და სუფთა ფურცლიდან გამეგრძელებინა სუნთქვა...
მთელი დღე დამძიმებული ვიყავი, ქვეცნობიერად მღრღნიდა რაღაც, შიგნით...
ბოლო რამდენიმე დღეა რაღაცნაირად დავდივარ... ძალიან ბევრ უაზრობაზე ვფიქრობ, თან უაზროდ... ძალიან უმიზეზოდ "ვიგრუზები"...
ახლაც, ვკითხულობდი პოსტებს და უფრო "დავიგრუზე"... არა, კი არ "დავიგრუზე”, უბრალოდ ვერ ვხსნი – როგორ ვარ... კი, რომ მომწეროთ და მკითხოთ, "როგორ ხარო", გეტყვით, რომ კარგად ვარ და სიცილ–ხარხარშიც აგყვებით, მაგრამ... მიზეზი არ ვიცი... ისეთ რაღაცებზე მეფიქრება, რაზეც არასდროს მიფიქრია... არა, როგორ არ მიფიქრია, მაგრამ ისე ღრმად არა, როგორც ახლა...
რავიცი, ყველაფერმა დამღალა, საერთოდ ყველაფერმა...
მინდა წერტილი დავსვა და მრავალწერტილებს ვერ შეველიე...
ეხლა ვფიქრობ – რა იქნება მერე?! თუნდაც ხუთი წლის შემდეგ... ჰო, მართლა დავფიქრდეთ ყველანი ერთად... რა იქნება თუნდაც ხუთი წლის მერე, თუ ასე გაგრძელდა...
არც მე ვიცი რა დამკრავს თავში... არ ვიცი, როდის შემცივდება შიგნიდან ან როდის გავთბები... ისიც არ ვიცი, როდის წამოვყრი ცრემლს და როდის ჩავბჟირდები სიცილისგან... ისიც არ ვიცი, როდის შემიყვარდება და როდის შემძულდება...
მეშინია... მეშინია იმის, რომ დროზე ადრე წავალ და რისი გაკეთებაც მინდა, იმას ვერ მოვასწრებ... მსოფლიოს შეცვლა მინდა, ამიტომაც ვიცვლები თვითონ... მინდა ჩემი სახელი ხალხს ახსოვდეს... ამბობენ, ვისაც სჯერა რომ მსოფლიოს შეცვლის, ის გააკეთებს კიდეც ამასო... არა, ამაყი და თავდაჯერებული არ გეგონოთ, უბრალოდ მართლა მჯერა, რომ სადღაც, სიღრმეში, მე ეს შემიძლია...
მეშინია, რომ საუკუნო სიცივემ არ დაისადგუროს ჩემს გულში... მეშინია...
მეშინია, რომ იმასაც დავანგრევ, რაც ახლა მაქვს, თუმცა მაინც მინდა რომ...
რა ვქნა?!
იცით, ხანდახან მინდა რომ დავიძინო, უბრალოდ დავიძინო და აღარ გავიღვიძო... ხანდახან კი, ამისიც მეშინია...
დავიღალე... არ მიყვარს სიცივე და სუსხი... თითქოს სულშიც მცივა... აღარ მინდა დილით, როდესაც ფანჯრიდან გავიხედავ და ყავისფერ ატალახებულ მასას ვხედავდე... სითბო მინდა და მზე...
ჩემი მარტი მინდა... მინდა, რომ ჰაერში გაზაფხულის სურნელი ვიგრძნო... მინდა ვუყურო და თავი იმით ვინუგეშო, რომ სამი სეზონი სითბო იქნება...
მინდა ჩემი მარტი...
მოვლენების უკეთესობისკენ განვითარების შემთხვევაში, შეიძლება ,,უცნობი", მაგრამ მაინც "ნაცნობი" დაიწეროს, თუმცა ეჭვი მეპარება... არამგონია რამე შეიცვალოს საერთოდ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამბის ეს ნაწილიც უნდა დამეწერა... წერის დროს ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, კარგი გამოვიდოდა თუ ცუდი, დიდი თუ პატარა, საინტერესო თუ უინტერესო...
უბრალოდ, ეს ჩვენი ცხოვრებაა და მიგვაჩნია, რომ დასაწყისის მსგავსად, დასასრულიც უნდა ვიცოდეთ... თუმცა, ამას დასასრულს ვერ ვუწოდებ, ეს ყველაფერი არაა და ამით არაფერი დამთავრებულა...
და, რა შუაშია აქ ის "ასი წელი"?!
ჰო... "ასი წლის" შემდეგ, ისევ დაიწყებს ფანტელი თოვას, მაგრამ ეს მხოლოდ ასი წლის შემდეგ"... ... ... ...

Комментариев нет:
Отправить комментарий