უნაკლო ადამიანი არ არსებობს, ამაში დავრწმუნდი...
ალბათ, როგორც ყველა ადამიანს, არც მე მიყვარს საკუთარ თავში ნაკლის ძიება და მითუმეტეს პოვნა, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელიც კია... როცა მგონია, რომ ვიქცევი სწორად და ამით “კმაყოფილი” ვარ – ისე იცვლება ბოლოს ვითარება, რომ ვხვდები უბრალოდ თავს ვისულელებდი და არაფერიც არ იყო კარგად... ვხვდები, რომ ჩემი დიდი მონდომებიდან გამომდინარე, წარმოვიდგენდი და ვიჯერებდი თითქოს ცოტაც და შეუდარებელი ვიყავი...
არ მინდა ვინმე მგავდეს ან და მე ვგავდე ვინმეს...
ყოველთვის მქონდა პრეტენზია იმაზე, რომ ჩემი შეხედულება სხვადასხვა თემაზე არ ჰგავდა სხვას, რადიკალურად განსხვავდებოდა და როგორც არ უნდა ცუდი ყოფილიყო, მაინც შინაგანად მიხაროდა, რომ მე განვსხვავდებოდი მასისგან, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ისინი იზიარებდნენ ერთმანეთის აზრს და ემსგავსებოდნენ ერთმანეთს...
მე ამ დროს ალბათ ცალკე, მათგან ოდნავ სხვა ზღვარზე და შორს ვიდექი...
არა, თვითკმაყოფილი იდიოტი როგორც მახსოვს, არასოდეს ვყოფილვარ, თუ რომელიმე მასისგან განსხვავებულობა მდომებია, ეს მხოლოდ მყარ არგუმენტებზე, საფუძვლიან მაგალითებზე დაყრდნობით ყოფილა...
სამწუხაროდ რეალობაში კი ასეა: როცა ეწინააღმდეგები, როცა შენს აზრს გამოთქვამ და ამით მას ეუბნები, რომ არ ცდება, მაგრამ სხვანაირადაა ყველაფერი რასაც ის ამბობს – ჰგონიხარ მტერი ... მე კი, მხოლოდ ამის გამო მტრის ამპლუასაც არ ვერიდები და შესანიშნავ მტრობას “ვუწევ” ყველას ვისაც ჰგონია, რომ მე ამით უბრალოდ ჩემს რაღაც (ჩემთვის გაუგებარ) კომპლექსებს ვგლოვობ და ვმარხარ...
უნაკლოსთან ერთად კი, არც უკომპლექსო ადამიანი არ არსებობს... უკომპლექსოობა იგივე ამორალურობაა, რაც ზოგადად ადამიანისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია ისედაც ცოდვებით დამძიმებული არსებობისთვის... ხაზს ვუსვამ არსებობას, იმიტომ, რომ ცხოვრებას – არსებობისგან და სიცოცლისგან ვანსხვავებ და უმაღლეს საფეხურზე ვაყენებ, ცხოვრობს ადამიანი მაშინ, როცა იცის რა უნდა, რომ მიიღოს –სიცოცხლისგან...
ცხოვრებაა სიყვარული, კამათი და ამ კამათში ნაპოვნი ჭეშმარიტება, მაგრამ ზოგჯერ მე ორივე ეტაპს ვუსწრებ და პირველი ვპოულობ ჭეშმარიტებას, რომელსაც შემდეგ უკვე ისევ სიყვარულთან და კამათთან მივყავარ... ასე გრძელდება... მე, ჩემს პოზიციას, როგორც ყოველთვის უბრალოდ საჭირო დროისთვის, საჭირო დანიშნულობით ვარეზერვებ და მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად საჭირო დროს მზადყოფნის უუნარობაზე არ ვიწუწუნო...
სიყვარულზე ბევრი დავწერე, ბევრიც ვილაპარაკე, მაგრამ ეს ისეთი რამეა რაზეც არასოდეს დამეზარება წერა ან საუბარი... სიყვარულის სხვადასხვა ცნებები არსებობს, ყველას საკუთარი თეორია გააჩნია, ინდივიდუალურია, მაგრამ ყველას მაინც ერთი რამ აერთიანებს – ეს ნდობაა...
მხოლოდ ამ შემთხვევაში ვემსგავსები მე მასას – ან მასა მემსგავსება მე... მინდა მენდობოდეს და ვენდობოდე... როგორც სხვები – სხვებში არიან დარწმუნებულები, მეც მინდა ისევე იყოს დარწმუნებული ჩემში ჩემი ერთადერთი ან კიდევ უფრო ღრმად და კიდევ უფრო უფსკრულამდე დაჯერებული იმაში, რომ ჩემი ერთადერთია...

Комментариев нет:
Отправить комментарий