“თავისუფლება“ და "დამოუკიდებლობა" ნიშნავს, რომ საკუთრი თავის უფალი მხოლოდ ჩვენ ვართ, მაგრამ თავისუფლების და დამოუკიდებლობის საზღვრები დამოკიდებულია მორალურ ღირებულებებზე.
ბუნებრივია, ყველა სრულფასოვან ქვეყანაში საზოგადოების სოცილური დანაწევრება მიღებულია. საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანეს საწყისად კი სტაბილური სოციალური მდგომარეობა მიიჩნევა. ქვის ხანის შემდეგ, ეს დაყოფის პროცესი მიმდინარეობს და ალბათ, სანამ კაცობრიობა იარსებებს, გაგრძელდება კიდეც. თუმცა, საკითხავი ისაა, თუ როგორ დავყოფთ საზოგადოებას სოციალურ ფენებად, რამდენად სამართლიანი იქნება ეს დაყოფა და დაყოფის შემდგომ, რამდენად ჯანსაღად აისახება ცვლილებები და როგორ განვითარდება შემდგომში ყველა არსებული სოციალური კატეგორია. ალბათ სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს ზემოთხსენებული ჯანსაღი საზოგადოების შექმნის მთავარ იდეას. ვთანხმდებით იმაზე, რომ კაპიტალიზმი თანამედროვე ეკონომიკური რეალობის პირობებში საუკეთესო წყობაა.
დღეს საქართველოში ორი გამოკვეთილი ფენაა, ერთი- მაღალი სოციალური სტატუსის მქონე, რომელიც მოსახლეობის რამდენიმე პროცენტს შეადგენს. მათი კაპიტალი უსაზღვროა და მეორე ნაწილი რომელიც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენს და არის დაბალი სოციალური სტატუსის მქონე. რას გულისხმობს ეს სოციალური სტატუსი? უპირველეს ყოვლისა ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც მნიშვნელოვანია სოციალური სტატუსის შემაფასებელი სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებისათვის. საქართველოში არ არის საშუალო ფენა, რაც დანარჩენ ორ ფენას არც
კი ადარდებს. საშუალო ფენა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დასავლური დემოკრატიისათვის, საქართველოში არ არსებობს. არც არსებობდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ვერც გარანტიებს ვხედავ, რომ მალე რამე შეიცვალოს. სწორედ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს განუვითარებლობის მიზეზი. თუმცა, შესაძლებელია მან ოდესღაც ამოწუროს საკუთარი თავი და საზოგადოებამ ხელოვნურად მიიღოს ახალი, მასზე უფრო სასარგებლოდ მორგებული სოციალური მოდელი.
ჩვენ ისევ იმ დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავთ, რომელიც მერაბ კოსტავას გზას ასცდა...
იმ დამოუკიდებლობის, რომელიც ხან რუსეთის, ხან ამერიკის და ხან ევროკავშირის და კიდევ უამრავი გადამთიელის მონობის ქვეშ, რომ ცდილობს ფეხის მოკიდებას. ყველა ხელისუფლება ვიღაცის უბეში გვტენის... დამოუკიდებლობას ვზეიმობთ და მაინც ვრჩებით, სხვა ქვეყნების ქვეშემრდომებად... ის რაც დღეს საქართველოს ისტორიაში ვითრდება, ნაკლებად მაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიჯერო და კითხვებს უფრო და უფრო მმატებს - პასუხგაუცემელს - არის კი ჩემი სამშობლო დამოუკიდებელი?!
მაგრამ „ყველა იმპერიას აქვს დასასრული“ და დღესაც საქართველოს კვლავ უწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა და საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის თავისუფლებას.
და მაინც გილოცავ ჩემო ქვეყანავ დამოუკიდებლობის დღეს... იქნებ და დადგეს მართლაც ეს დღე და მართლა გახდე დამოუკიდებელი და თავისუფალი, იქნებ ისევ დაიბადოს აღმაშენებელი თუ არა, მერაბ კოსტავა მაინც, რომ გეშველოს...
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ქართველებო!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий