აი, ზუსტად ასე დაიწყო მაშინაც (მე, რომ არ მჯეროდა და ახლა სხვა რამის დაჯერება მინდა, ეს ხვა თემაა), 2003-ში ხალხის იმედი გამოჩნდა მოღრუბლულ ცაზე და მზედ ჩამოიყვანა დედამიწაზე, წვიმად არ წამოვიდესო ესეც... გულში ჩაიხუტა (ამ გულით ისარგებლა შემდეგ ნაძირალამ და მახვილი გაუყარა, თავისივე ამღზევებლებს), ასე ელოდებოდნენ მაშინაც მისი ფანები, როდის აუსრულდებოდათ, ლამაზად ნათქვამი დაპირებები... ასე გაილია 9 წელი (მგონი ახლაც გრძელდება ის წლები, ფუი ეშმაკს, არ მინდა დავიჯერო, მაგრამ...) და ასე ველოდებით ჩვენც ახლა, როდის მოვა ის, რასაც 28 წელია ველოდებით...
ახლაც ისევ ისე მოგვწონს მარაზმი, როგორც მაშინ (აგრესია, ხომ ჩვენი სიამაყეა)... ეს "ვარლამის გზაა"... და ვერც ტაძართან მიგვიყვანს ოდესმე...
სად ვეძებთ, რას ვეძებთ, როგორ ვეძებთ, რისთვის ვეძებთ?! (მგონი ამასაც ვეღარ ვგებულობ უკვე)...
ისევ სადღაც უფსკრულისკენ მივექანებით, ერთმანეთთან ჭიდაობით, პირველობისთვის გამართული მარათონებით...
მოდიან, მიდიან, ისევ ისინი მოდიან, ისევ ისინი მიდიან და დაე იარონ, იარონ, იარონ ჯოჯოხეთისკენ, ამინ!!!
დედამიწა კი, მიდის და ბრუნავს თავის ორბიტაზე...
საქართველო კი, ამ უზარმაზარ დედამიწას წერტილივით ამჩნევია და გაქრობის ეშინია - ქართველების გადამკიდეს...
Комментариев нет:
Отправить комментарий