როდის უღალატეს ღმერთს?!
პირველად ევას აყოლილმა ადამმა უღალატა, ვერც მეორეს, მისთვის შექმნილი ქალის ცდუნებას გაუძლო მამრმა... პირველი ლილიტი იყო, რომლის მაცდურობის გამო ღმერთმა ის ისევე გააქრო, როგორც შექმნა არაფრისგან... რატომ არ დაისაჯა ევა, როგორც ლილიტი?! ევა ადამის ნეკნიდან შეიქმნა და ამიტომ, მამაზეციერს ეგონა, მამრს მეტი პრივილეგია მიანიჭა, რომ თავისი ორგანოდან შექმნილ არსებაზე ებატონა... ქალმა, სწორედ მაშინ დაამტკიცა თავისი სიძლიერე ჭკუით და გონებით... თუმცა, ღმერთმა სამაგიერო იმით გადაუხადა მდედრს, რომ მას ყველაზე რთული მისიები დააკისრა...
მეორედ უფალს სწორედ სამოთხიდან გამოძევებული ადამ და ევას შვილებმა უღალატეს, როცა ძმებმა ერთმანეთი ვერ შეიყვარეს, ვერ გაიტანეს ერთმანეთი და უფრო ძლიერმა და მოხერხებულმა მეორე მოკლა...
და ასე გრძელდებოდა საუკუნეები და ტრადიციად გადაიქცა ღალატი, ბოღმა, ომი და ბოროტება...
მაშინ გადაწყვიტა მამაზეციერმა ცათა შინა, თავისი ძე ებოძებია კაცობრიობისათვის და ამით შეეცადა შეეჩერებინა სატანის ხელმწიფობა დედამიწაზე... მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააგზავნა ანგელოზები, რომ ღირსეული ღვთისმშობელი ეპოვნათ და ასე მიაგნეს მარიამს... ჩაისახა ძე ღვთისა ქალწულის საშვილოსნოში და იმ დღიდან იგი წმინდანად შეირაცხა...
არ ეძინა სატანას, ზნედაცემული ანგელოზები - ეშმაკები მუდამ მზად ჰყავდა დაგეშილი მაძებრებივით და მათმა ძიებამაც შედეგი გამოიღო, მომავალი მესიის პოვნის მიზნით უამრავი ახალშობილი გაჟლიტეს...
სიკეთე, რომელსაც ღმერთი ფლობდა, ბევრად ძლიერია ბოროტზე, თუ მისი სწამთ, რა თქმა უნდა და კეთილად დასრულდა იესოს დაბადება... ის ცხვრის ბაგაში დაიბადა და მოგვებმა ამცნეს ვარსკვლავებს, ვარსკვლავებმა მთვარეს გადასცეს, მთვარემ მზეს დაუტოვა სასიხარულო ამბავი და დილით დიდმა მნათობმა დედამიწას აუწყა ქრისტეს დაბადება...
ჩვეულებრივი ბავშვივით იზრდებოდა ძე ღვთისა, ჭკვიანიც იყო, ნიჭიერიც და სხვა ბავშვებივით ონავარიც... ხოლო, როცა ყმაწვილკაცობაში შევიდა, ღმერთმა მას თავისი ფუნქცია შეახსენა დედამიწაზე და ასე დაიწყო იესოს მოღვაწეობა...
მაგრამ ეშმაკს არსად არ ეძინა და იუდას სხეულში ჩასახლდა, სულმოკლე მოწაფემ ოცდაათ ვერცხლად გაყიდა მაცხოვარი, რომელმაც ის თორმეტ საუკეთესოთა შორის აირჩია... ვერცხლზე არა, მაგრამ კიდევ ერთმა მოწაფემ სამჯერ უარყო იესო, პეტრეს ბოლომდე ვერ მოერია ეშმაკი, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ უფლისათვის გული ეტკინა...
ღალატით, უარყოფით, გაყიდვით ავიდა ქრისტე გოლგოთას მთაზე ჯვარაკიდებული, სადაც სამსჭვალებით კიდევ ერთი ტკივილი მიაყენეს...
რას აკეთებს კაცობრიობა იმის შემდეგ, რაც მაცხოვარი გაიმეტა და ჯვარზე გააკრა?!
საუკუნეები მიილია და იგი ისევ მისი ღალატით არის დაკავებული... ყოველდღე უარყოფს მას და ყოველდღე ჰყიდის...
მაშ, რას დავაბრალოთ ამდენი ბოროტება და ღვარძლი, რაც ჩვენშია?!
ფრთხილად ადამიანებო, როცა გწამს, ან გინდა გწამდეს, ან თუ გეშინია და იმქვეყნიერების კუპრის არსებობასაც იჯერებ, მაშინ ბოლოჟამამდე არც ისე ბევრია დარჩენილი, თორემ იქ ყველა სტატუსების, თანამდებობების, სიმდიდრის და სხვა მაჩვენებლების გარეშე წარვსდგებით...!!!

Комментариев нет:
Отправить комментарий