9 აპრილი ჩვენი ჯვარია, რომელიც გოლგოთაზე ავიტანეთ იმ ღამეს...
სწორედ მონის სტატუსიდან იწყებს საკუთარი თავისუფლების "ათვლას" და იქამდე აგრძელებს მოქმედების არეალს, ვიდრე იმ "დამონებულთაგან" კიდევ აღმოჩნდება ვიღაც, ვინც საკუთარი თავისუფლების დაბრუნებისა და აღდგენისათვის ბრძოლის ნაცვლად სხვების დამონებაში ეძებს "თავისუფლებას" და ასე გრძელდება უსასრულოდ – მონის მონობამდე და ტყვეთა ტყვეობამდე, თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით... ასე გრძელდება უსასრულოდ, ვიდრე ვინმე მონადყოფილს საიმისო ძალა, გონი და ზნეობა არ აღმოაჩნდება, რომ სხვების დამონების ნაცვლად, საკუთარი თავისუფლების აღდგენისათვის იბრძოლოს და სხვებიც გაიყოლოს ამ ბრძოლაში... სწორედ ასე და ამისთვის იქმნებოდნენ წარსულში ეროვნული გმირები და სწორედ ასე და ამისთვის უნდა იქმნდებოდნენ დღესაც...
მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც შიგა ომები გადაიტანა...
იმ თაობის, რომელმაც 9 აპრილი, თბილისის ომი, ოსეთის და აფხაზეთის დაკარგვა გამოიარა...
იმ თაობის, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, სწავლობდა და ბრძოლობდა...
ამაყები ვიყავით იმ სისხლიან ღამეს, როცა მტრის მოქნეულ ალესილ ნიჩაბს ვუშვერდით გულმკერდს, მეორე დღეს კიდევ უფრო გვეამაყებოდა უკვე დაღვრილი სისხლი, რომელმაც თავისუფლება მოგვიტანა...
ვგლოვობდით, სიმღერებს და ლექსებს ვქმნიდით იმ ერთ უკვე განვლილ ღამეზე, ყვავილების ზღვაში იდგა მთელი საქართველო, გარდაცვლილების სულის გასალამაზებლად, მილიონობით სანთელი იწვოდა მათი სულის მოსახსენიებლად, მაგრამ ჩვენ მაინც გამარჯვებას ვზეიმობდით...
ახალ თაობას არ ვაყვედრი ჩვენს მიერ განვლილ გზას, მათ თავისიც გასავლელი აქვთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ასაშენებელია, მაგრამ, რომ არა 9 აპრილი და თავისუფლებას მოწყურებული უდანაშაულო ადამიანების დაღვრილი სისხლი, დღეს საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი არ გვექნებოდა... უბრძოლველად ხომ ვერ მოიპოვებ ყველაზე მნიშვნელოვანს და ძვირფასს, თუ მასში მსხვერპლად სიცოცხლეს არ ჩადებ...
თუმცა და მაგრამ...
29 წლის წინ, იმ ღამეს დანთებული სანთლები, ჯერ კიდევ იწვიან და სანთელ–საკმეველის გზას ელოდებიან... იმ ღამეს დაღვრილი სისხლი, ისევ თავისას მოითხოვს და უფალს სამშობლოს ავედრებს...

Комментариев нет:
Отправить комментарий