დღეს ყველაფერი აირია... ისეთი დროა, თვალის დაუხამხამებლად, რომ გაგცვლიან, გაგგლეჯენ, გადაგივლიან...
და ვინ ხარ შენ? ვინ დარჩი?!.. არავინ და არაფერი... დროთა ქარტეხილები უფრო და უფრო გაჭერენ გულზე, გთელავენ, გსრესენ... მოდიან, რათა გაგანადგურონ და ბრუნდებიან, რადგან იზეიმონ გამარჯვება... ბოლომდე არ გაცლიან გარდაცვალებას, რადგან უფრო მეტად მოგაყენონ ტკივილი, ტანჯვა, წამება... დრო გადის... ისევ და ისევ იშუშებ ნაიარევს და როცა ხვდები, რომ ბოლომდე გამორჩი, ისევ მოდის ბრბო, განუკითხავად, ქაოსურად, ულმობლად... უნდათ შენი ჩანთქმა... მერე დააღებენ უფსკრულები პირს და სადღაც ნაპრალში ჩაგახეთქებენ...
ვინ ხარ შენ? ვინ დარჩი?! ვის გადაურჩი?!.. ან გადარჩენილი ხარ საერთოდ?!..
რა გქვია? ადამიანი?! იქნებ პიროვნება, რომელიც ოდესღაც სულის ზეობას განიცდიდა... ახლა კი გასრესილი და სასომიხდილი, ნამიან ბალახებს ებღაუჭები და ელი, როდის გადაწყვეტს უფალი, მოგაშოროს ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს...
ყველა რაღაცით კარგისკენ მიისწრაფის, ყველა
მრავალფეროვნებას არის შეჩვეული, ყველას საკუთარი თავისთვის კარგი უნდა. ამაში ვერავინ
შემომედავება. არსებობს ფაქტორი “მინდა” და რას ვაკეთებთ ამ “მინდასთვის”. არ ვკონკრეტდები,
რადგან ამას გასაქანი შორს, დაუსრულებლად აქვს. დაუსრულებლად გავლებულ ხაზს ჰგავს,
რომელსაც მივსდევთ, ვცდილობთ და შედეგს დროდადრო ვხედავთ. ხანდახან
ადამიანები ბევრ
რამეზე ვაგვიანებთ, რაღაცეებს გვიან ვხვდებით, როცა უკვე აღარაფერი ეშველება, თუმცა
დასაწყისშივე შეიძლება ვიცოდეთ საბოლოო პასუხი. იმდენად გვჯერა საკუთარი თავის, რომ
ამას ბოლომდე მივყვებით, მაგრამ გამართლება 50/50-ზეა. ყველას ვერ გაუმართლებს, ყველა
კარგად ვერ იქნება. ნებისმიერი ადამიანი წინ საკუთარ “მე”-ს აყენებს, შემდეგ სხვას.
. . მე ხშირად მიჩნდება კითხვა “ვინ ვარ?” ერთის მხრივ ბანალურია, მაგრამ ადამაიანი,
რომ ვარ, რომ ვსუნთქავ და მსგავსი სისულელეები ისედაც ვიცი. უბრალოდ ვეძებ სხვა პასუხს,
ნეტა მარტო მე ვარ ასე? თქვენ არ გაგჩენიათ მსგავსი კითხვა? სამწუხაროდ პასუხი ჯერ
არ მაქვს. მაგრამ ფაქტია, რომ ზემოთ, უფალს რომ არ ნდომოდა, აქ არ ვიქნებოდი, ვერც
თქვენ წაიკითხავდით ამას, მაგრამ რატომ? რა დანიშნულებით? ვინ ვართ ჩვენ? რა გვინდა
და საით მივექანებით? გიფიქრიათ ამაზე? თუ ჩვეულებრივ უაზრო პასუხებით შემოიფარგლებით,
რაც ჩემთვის მიუღებელია! სახალხოდ ყველა კეთილია, ნიღბის ტარება კი მოდაში შემოვიდა.
განა რა არის ადამიანობა? რა დატვირთვა აქვს ვიყოთ ადამიანები? ცივ სისხლიანი მკვლელები?
ყოველდღე გავდივარ გზას და ადამიანების გარდა ყველაფერს ვხედავ, ხანდახან მცნება “ადმაიანიც”
კი მეზიზღება საკუთარ თავთან ერთად. ვიცით რა არის ცუდი და რა კარგი! მივდივართ კარგისკენ
და ბოლოს აღმოვჩნდებით არასაჭირო
დროს, არასაჭირო სივრცესა და გარემოებაში. . . ჩემთვის ეს ყველაფერი, ილუზიაა. ილუზია
სადაც თითოეული თავის ილუზიას იქმნის და გადის მთელი ცხოვრება ამ ბილიკს. ბედნიერი
დასასრული არ არსებობს! ან საერთოდ რას ეძახით “ბედნიერ” დასასრულს? დავიჯერო ზღაპრების
ისევ გჯერათ? მიზანს მიაღწევ, აისრულებ,
მაგრამ ყველა ადამიანს, ერთი ბოლო აქვს. ადრე თუ გვიან ყველა
წავალთ და რა დარჩება? მომავალი გასაზრდელი თაობა, რომლებიც ისევ გვიან მიხვდებიან,
ამ ცხოვრების “შინაარსს"... ისტორია კი ისევ გააგრძელდება და დაიწერება...
Комментариев нет:
Отправить комментарий