დღეს ბათუმში ჩემი ამინდია...
ცა მიწაზე ჩამოსვლას ცდილობს და ზაფხულის ხვატის აკრეფას დედამიწიდან - წვიმის წვეთების საშუალებით...
უკანა კარის ღიობიდან გაჰყურებ წვიმის უწყვეტ ზოლს, თითქმის ნახევარი ცხოვრება გავლილი ფიქრობ და ...
სამი რამ აშინებს ადამიანს, სამი ეტაპის დადგომის და გავლის პანიკური შიში აქვს: ცხოვრების დაწყების, შეყვარების და სიკვდილის... ამ სამიდან, ორი მხოლოდ ერთხელ მოდის, ერთი კი იმდენჯერ მოგაკითხავს, რამდენჯერაც გულს მიენდობი, რამდენჯერაც მარტოდ იგრძნობ თავს და რამდენჯერაც მიხვდები, რომ რაღაც დასრულდა, მაგრამ სურვილი არ განებებს თავს, ისევ გინდოდეს გიყვარდეს და უყვარდე...
სამივე ეტაპი ძალიან ახლობელია და ამავე დროს, ძალიან შორეულიც... გინდა დაბადება და ცხოვრების დაწყება, მისი მტკივნეული დარტყმების გაძლება? გინდა კი გიყვარდეს და გაუძლო სიყვარულის როგორც მოვარდნას, ისე წასვლასაც? გინდა სიკვდილი და სამუდამოდ დამშვიდობება ყველაზე და ყველაფერზე?
როცა თავს ბედნიერად გრძნობ, საკუთარ დაბადებას გამართლებულად მიიჩნევ, როცა გიყვარს და უყვარხარ, იჯერებ, რომ ღირდა ქვეყნად მოვლინება. სიკვდილი არ გახსოვს ამ დროს, ცუდისკენ არ იხედები, შიშიც სადღაც გაქვს მოსროლილი ცუდი სიზმარივით, ან ცუდი მოგონებებივით, რომელიც არ გახსენდება, იმიტომ, რომ სამყარო მხოლოდ შენს გარშემო ტრიალებს... როცა თავზე გენგრევა ყველაფერი, როცა სიყვარულისგან და ცხოვრებისგან განწირული მარტოდ გრძნობ თავს, როცა ამაოა გარშემომყოფების არსებობა, რომლებიც ძალიან შორს არიან შენგან, როცა იცი, რომ ან ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო, ან ახლად უნდა გიყვარდეს, როცა გბეზრდება ისევ დადო ქვა ქვაზე, ისევ ახალი ალიზის მოსაზელად მთელი ძალა და ენერგია უნდა თავიდან დახარჯო, აპათია გიპყრობს და გამოსავალს იმ სიკვდილში ხედავ, რომელიც არ გახსოვდა, ან არ გინდოდა გხსომებოდა, ან, რომლისიც ასე ძალიან გეშინოდა...
უკან იხედები... წვიმა უფლებებს განიჭებს ბევრი იფიქრო და მანამდე გპირდება გაგრძელებას, ვიდრე ძველის გაანალიზებამდე და ახალ დასკვნამდე მიხვალ...
წვიმს, სიცივე შეპარული სიგრილე ედება სხეულს და გიხარია, რომ დღეს ქუჩები ნაკლებად დატვირთული იქნება ადამიანებისგან, ზღვა მხოლოდ შენთვის იდუდუნებს, ან რამდენიმე შენნაირი ადამიანისთვის მოყვება ამბებს სიცოცხლეზე, სიყვარულზე და სიკვდილზე...

Комментариев нет:
Отправить комментарий