вторник, 28 февраля 2017 г.

კიდევ ერთი გაზაფხული ...

მარტი მოსულა...
კიდევ ერთი გაზაფხული ეწვია სამყაროს...
რა მოაქვს წელიწადის იმ დროს, როცა ბუნება გაღვიძებას იწყებს?!


ემოცია მინდა მარტისთვის, ის გრძნობა მინდა, რომელიც გაზაფხულის მოსვლას მაუწყებს და სხვა თვალით შევხედავ ცხოვრებას...
მთელი ზამთრის განმავლობაში,  ჩემს ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების გადაფასებას ვცდილობდი,  სახელებს ვურჩევდი ეტაპებად დაყოფილ სიცოცხლეს,  რომელსაც სიურპრიზები არ დაუშურებია ჩემთვის...

დავარქვი?!
შემოდგომაზე ვარდისფერი  „ბლოკნოტი“  ვიყიდე.  ვარდისფერი სათვალიდან არასოდეს შემიხედია ცხოვრებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანივით მეც მიოცნებია, ილუზიებშიც დამიხატია რაც ძალიან მდომებია,  მაგრამ ვარდისფერი სათვალით - არა...  უბრალოდ,  ზამთარი მინდოდა ფერად ფერებში,  იმისათვის,  რომ გაზაფხულს მომზადებული შევხვედროდი...
ვარდისფერი  „ბლოკნოტის“  ფურცლები ცარიელია...  ყველაფერი მხოლოდ ფიქრებად დაიწერა...
რამდენად შეუძლია ადამიანს დამალოს თავისი ემოცია იმ გრძნობის უკან, რომელსაც განიცდის?!
გამოუხატავი გრძნობები კონტაქტს არღვევს ემოციებთან და ხდება ემოციების  „დაგუბება“.  „დაგუბებულ“  ემოციებს კი ადამიანი დეპრესიამდე მიჰყავს და ის წყდება გარე სამყაროს...
ამასობაში,  თბილი ამინიდით,  მზიანი დილით,  ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად - მარტმა გაზაფხულის მოსვლა აუწყა დედამიწელებს...

Комментариев нет:

Отправить комментарий