четверг, 16 февраля 2017 г.

თოვს ...

თოვა მიყვარს, თოვაში მარტო სეირნობა. მარტოობაც მიყვარს, უკეთესად ვგრძნობ თავს…… მაგრამ ვერასოდეს ვრჩები მარტო. თოვლის თითოეული ფიფქი მიყვარს. მეჩურჩულება, ამბებს მიყვება: სიყვარულზე, ბედნიერებაზე… მერე მეხუტებიან და ჩემს სხეულს ესვენებიან… მათთან ლაპარაკი მიყვარს, ალბათ იმიტომ, რომ ისინიც ჩემნაირი მარტოხელები არიან… ცარიელ ქუჩებში სეირნობა მიყვარს და შორს, მოღრუბლულ ცაში ყურება, თითქოს ვიღაცას ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ… თოვლის ფიფქები კი ისევ ჩემთან რჩებიან…
თმა მისველდება, სევდიანი თვალებიდან წამომსკდარი ცრემლები კი პატარა ნაკადულებს უერთდება, ლოყებზე რომ მოდიან..
არ მეშინია წვიმის წვეთების, არც სიცივის, მარტო დარჩენის მეშინია. მეშინია, რომ არასოდეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გამათბობს, ჩამეხუტება, მერე ტუჩებს შემახებს გაყინულ ლოყებზე და კოცნას მაჩუქებს, ჩამჩურჩულებს: ნუ გეშინია, მარტო აღარ ხარო…
მინდა ერთად ვიყოთ, ამ აუტანელ სამყაროში, მე შენ და თოვლი…!

Комментариев нет:

Отправить комментарий