среда, 15 февраля 2017 г.

ყოველთვის ...


მოდი ვატაროთ ნიღბები, რამდენიც საჭიროა იმდენი წელი, თუნდაც მთელი სიცოცხლე. ეს ნიღბებიც ხომ ჭეშმარიტებითაა შექმნილი და არა მოგონილი. არასოდეს დამიწერია ცრუ გრძნობებით, ყოველთვის სიმართლეს ვწერდი. ვწერდი იმას, რასაც გული მეუბნებოდა და არა გონება. ვწერდი არა ხელებით, არამედ სისხლძარღვებით. ამიტომაცაა ამდენი წითელი ეპიზოდი ჩემს "შემოქმედებაში".
მომავალი?.... არ ვიცი , შეიძლება გავხდე ლოთი, ორგული, ავარა, თუნდაც კარგი, უფრო კარგი ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, თუნდაც ქველმოქმედი, მაგრამ.... ვიცი რომ ვეღარასოდეს ვერ ვიქნები ძველ ქუჩებზე თქვენთან ერთად ....
მოიზომეთ ნიღბები, კარგად მოირგეთ თქვენს სახეზე, თუნდაც ფერადი, თუნდაც შავ-თეთრი, აზრი არ აქვს, თუ გიყვარს გეყვარება ისე, რომ ვერცერთი ვერ შეგიცვლის მას...
ცუდია ხომ?  მაგრამ რეალობაა...
არა, მე არ ვამბობ, რომ აღარ გავივლი ჩემს და თქვენს ქუჩებზე...
კი, აუცილებლად კიდევ ბევრჯერ მოვინახულებ ჩვენგან გადაღლილ არემარეებს, ფეხის ნაბიჯებით გავზომავ ყველა წმინდა და კარგი მოგონებით გამძღარ მიწის გოჯს. თუნდაც მერე ყველაფერი დამთავრდეს, ჩამოიქცეს ზეცა და სევდამ გული გახეთქოს.... რა აზრი აქვს? მხოლოდ ის, რომ ერთად მაინც ვეღარასოდეს ვივლით სიყვარულის დაუმორჩილებელ გზებზე......
ადამიანი?!.... სიყვარულის მონაა და არც უნდა ეცადოს მის ქვეშევრდომობიდან გამოსვლას, იმიტომ, რომ ეს გრძნობაა მთელი ცხოვრება: მიწაც, წყალიც და ზეცაც. ის როგორც გაკეთილშობილებს, ასევე ზოგჯერ გაბოროტებს ხოლმე, მაგრამ რას იზამ, ზოგი აგირჩევს ზოგი არა! ზოგი ჩაგიხუტებს და ზოგიც ხელს გკრავს. თუმცა, მარჯვენა წინაგულში ყოველთვის იქნება იმ ერთისთვის ადგილი...

Комментариев нет:

Отправить комментарий