მკერდიდან რომ ამოვიგლიჯე, ჯერ ისევ ფეთქავდა... მეჭირა ხელში თითქოს ცოცხალი არსება და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა პატარა ყოფილა სინამდვილეში, არადა რამდენ ნაგავს იტევს. ერთი წამით ისიც გავიფიქრე, რომ ნახატებში და წარმოდგენებში სულ სხვაგვარია, ასე კი ერთი უბრალო ორგანო, თითქოს არაფრით მნიშვნელოვანი, მაგრამ სიცოცხლისთვის აუცილებელი...
ჯერ მშვიდად ვუყურებდი, ვაკვირდებოდი როგორ მცირდებოდა მისი მოძრაობის რიტმი. თითქმის უსიცოცხლო რომ ვნახე, ერთგვარი სიამოვნებაც კი ვიგრძენი...
გადაწყვეტილება წამის მეასედში მოვიყვანე სისრულეში და თითქმის მკვდარი მთელი ძალით მოვისროლე. სანამ გაცრეცილ კედელს მიენარცხებოდა, იმის გაფიქრებაც მოვასწარი, რომ იქნებ ის შუშის იყო და წარმოვიდგინე კიდეც როგორ ცვიოდა ნამსხვრევები აქეთ-იქით...
არა, შუშის არ იყო. სულ ოდნავ დაზიანდა და სუსტად, მაგრამ მაინც ფეთქავდა. შემეცოდა. ხო, შემეცოდა… სანამ მე გადაწყვეტილების შეცვლაზე ვფიქრობდი, საიდანღაც გაჩენილმა ხალხმა გადათელა. რიგრიგობით გადაუარეს და ფეხები შეიწმინდეს მასზე...
მკერდში გამოთავისუფლებულ ადგილას რაღაცნაირი ტკივილი ვიგრძენი. “ალბათ ბოლომდე ვერ ამოვგლიჯე…” – გავიფიქრე და საშინლად გავბრაზდი საკუთარ უსუსურობაზე. ვხვდებოდი, რომ ტკივილისგან სახე მემანჭებოდა, მოვიკუნტე და ფეხზე დგომაც აღარ შემეძლო. მაინც მოვიკრიბე ძალები და უკანასკნელი დარტყმა სწორედ ჩემი იყო. ზედ შევდექი, გამალებით ვცდილობდი გამესრისა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ეს უფრო მამწარებდა და ძალებს არ ვიშურებდი საბოლოოდ განადგურებისთვის. ტკივილი იზრდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ კიდევ ცოტაც და საბოლოოდ მოკვდებოდა ეს ტკივილიც და თითქმის უმოძრაო საგანიც ფეხქვეშ...
ალბათ ტკივილმა თუ დამაკარგვინა გონი, მეტი აღარაფერი მახსოვს. ყველაფერი ისე გაგრძელდა, თითქოს ეს დღე არც ყოფილიყოს. ვერც ვგრძნობდი, რომ სადღაც, მკერდთან სიცარიელე იყო. და როცა შემთხვევით აღმოვაჩინე კომაში მყოფი, მაშინღა მივხვდი, რომ ის ჩემი ნაწილი იყო...
არ ვიცი გადარჩება თუ არა... არც ის ვიცი, მინდა თუ არა მისი გადარჩენა...

Комментариев нет:
Отправить комментарий