წამები… წუთები… საათები… დღეები… ალბათ, წლებიც… დაგელოდები. დაგელოდები უკანასკნელ გაჩერებამდე… სადგურამდე… უკანასკნელ გათენებამდე… ან დაღამებამდე… უკანასკნელ ახალ წლამდე ან უბრალოდ… უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. დაგელოდები ღიმილით… ან ნაღვლიანი ღიმილით… გვირილებით… ან გვირილების გვირგვინით თავზე… დაგელოდები. უცრემლო გარდაცვალებამდე… უმაისო გაზაფხულამდე… უსიყვარულო სამყარომდე… დედამიწის გაჩერებამდე დაგელოდები. დაგელოდები. უჟანგბადობამდე… უსასრულობამდე… უმზეობამდე… უშენობიდან
უჩემობამდე… რწმენის დაკარგვამდე დაგელოდები.
უსიტყვოდ… უცრემლოდ… უხმოდ… მარტო…
უჩემობამდე… რწმენის დაკარგვამდე დაგელოდები.
უსიტყვოდ… უცრემლოდ… უხმოდ… მარტო…
Комментариев нет:
Отправить комментарий