суббота, 15 июня 2019 г.

სისულელეა მართლაც, გეთანხმები ...

მარტოობას თითქმის მთელი სამყარო გრძნობს, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. თანდათან ამ გრძნობას შევეგუე და ჩემს საუკეთესო მეგობრად სიმღერა გავიხადე. ის ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ,შესაფერის სიმღერას ვარჩევ და მის ჰანგებში ვიკარგები... თანდათან  სიმღერას შევეჩვიე, მის გარეშე ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ახლაც მუსიკებს ვუსმენ და თან ვწერ... ის მეხმარეება, ფიქრში, აზრების დალაგებაში, ცხოვრებაში. მარტოობამ მასწავლა, ამ სამყაროს სილამაზის შეგრძნება...გიკვირთ?
დიახ მან მასწავლა თუ რა სილამაზეს გამოხატავს ღამე ცა, როდესაც მას ამშვენებს „თეთრი“ მრგვალი სამკაული ეგრეთ წოდებული მთვარე. ასეთ დროს მიყვარს ფანჯარასთან დგომა და ამ სიმშვიდით დატკბობა... თუ შავ ცაზე, როგორ გაკრთება ყვითელი კაშკაშა ვარსკვლავები, რომლებიც ციდან მიყურებს და მაგრძნობინებს, რომ ჩემთან არის და არ მიმატოვებს... მე ამას შევეჩვიე და არც ისეთი ძნელი გამიხდა მარტოობა. მე ეს გრძნობა შევიყვარე და მასთან განშორება არ მინდა... სისულელეა მართლაც გეთანხმებით... მაგრამ, მე ეს გრძნობა ზედმეტად კარგად შევისწავლე. ზოგჯერ კარგად გაგრძნობინებს თავს, მაგრამ მას არ უნდა გაუთამამდე. უცებ ჩაგაგდებს საგონებელში და შენში გაიღვიძებს ტკივილი... რომელიც გაგრძნობინებს, რომ შენს გულში სიცარიელეა, რომელიც გჭამს შიგნიდან... მაგრამ უნდა გახსოვდეს რომ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ გრძნობიდან გაგანთავისუფლებს და თავს კარგად გაგრძნობინებს. იტყვით,სად არის ის ადამიანი რატომ ვერ ვხედავ? აქამდე ხომ უნდა მოსულიყო?მე კი გეტყვით, მას უყვარს მოულოდნელ დროს გამოჩენა, როდესაც არ ელოდები. ის შეგიცვლის შენს შავ-თეთრ სამყაროს. ყვითელ, წითელ, მწვანე...ფერებში და გულს სიხარული აგივსებს... მაგრამ ამ ადამიანს შეუძლია გული გატკინოს და თავი მარტოდ გაგრძნობინოს... ალბათ გაგიგონიათ „ენდე მხოლოდ შენს თავს და იმ ადამიანს, რომელსაც სარკეში ხედავ“... სწორედ მხოლოდ შენ თავს ენდე, იყავი ძლიერი გარეგნულად და ასევე მოლარულად...  ჩვენ უფრო მეტი შანსი გვაქვს „გადარჩენის“, რადგან ჩვენ მარტო ვართ, არავის ვენდობით და ზედმეტი „ბარგი“ არ მოგვყვება...
გაქცევით თავს ვერ უშველით, უბრალოდ დაიკარგებით ამ უზარმაზარ სამყაროში…ჯობია დარჩე შენს განკუთვნილს ადგილას და იქ დაიპყრო მწვერვალი!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий