четверг, 15 декабря 2016 г.

შემოდგომის ყოველ დასასრულს...


ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ვერაფრით შეცვლი, რისი დაკარგვაც ვერაფრით ვერ ანაზღაურდება. შენთვის ძვირფას ყოველ საგანს, თავისი ჯადო აქვს. მახსოვრობაში ის გამუდმებით ვარსკვლავივით კიაფობს და სინათლის სხივებს გაწვდის. ეს ნიშნები ცოცხალ, მკაფიო წარმოდგენას ქმნის დავიწყებულ წუთზე, საათზე, დღესა და წელიწადზე. ადამიანის მთელი ცხოვრება ამ მკაფიო წარმოდგენებისა და მოგონებებისგან შედგება და რადგან ეს არც ისე ბევრია, მათი დაკარგვა დიდ ტკივილს იწვევს ხოლმე. ამ ნივთის დაკარგვასთან ერთად შენი მახსოვრობიდან უნებურად იშლება და სამუდამოდ იკარგება განსაზღვრული ჟამი, რომელიც გიყვარდა ან გძულდა, რომელიც ჯაჭვის რგოლივით იყო გადაბმული იმ ერთიანობასთან, რომელსაც ბიოლოგიური არსებობისგან განსხვავებით, ცხოვრება ჰქვია...


ბევრს უთქვამს ადრე - ქვის გული გაქვსო...
ადრე... ადრე ეს არ მწყინდა, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა „რაღაც“ და უკვე სევდა მერევა ამ სიტყვების გაგონებაზე... ვლაპარაკობ თემებზე, რომელთა შესახებ არავის არაფერი არ ესმის, მაგრამ ზომბებივით ყველა თავს მიქნევს…
ადამიანებს გვჩვევია უხეშობაზე - უხეშობით პასუხი, ღიმილზე - ღიმილით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ უხეშობას სჭირდება დაახვედრო ღიმილი, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ რამეს შეცვლის ერთი თქვენი ღიმილი! ააფორიაქებს უხეშ ადამიანს, გაჩნდება კითხვები ”რატომ იღიმის? რით დავიმსახურე?” პასუხები თქვენში ჰპოვეთ.. ამ დროს, რაღაც გაკლდება - ალბათ აგრესია შენს სულს და ამავე დროს, რაღაც გემატება - ძალა, რომ დაძლიო შენში დაგროვილი აგრესია და გაიღიმო ... თითქოს იმედი ჩნდება, რომ დაიჯერო ,,ყველაფერი კარგად იქნება''.....
ალბათ ვინმე გაიხსენებს… ცხოვრობდა… უყვარდა …. არა უბრალოდ კი არ უყვარდა … არამედ….. მისთვის დალია სული ასე ჩუმად… არავინ შეუწუხებიაო…”სულის სიკვდილი, სხეულის სიკვდილზე მეტია”............

უკვე დამღალა ზამთარმა... არ მიყვარს სიცივე და სუსხი... თითქოს სულშიც მცივა... 
სითბო მინდა და მზე...
ჩემი მარტი მინდა... 
მინდა, რომ ჰაერში გაზაფხულის სურნელი ვიგრძნო... მინდა, რომ ვუყურო, როგორ დნება თოვლი და თავი იმით ვინუგეშო, რომ სამი სეზონი სითბო იქნება...
100 წლის შემდეგ, ისევ დაიწყებს ფანტელი თოვას... მაგრამ 100 წლის შემდეგ... ... ... ...
მინდა მარტი...
"ნოემბრის ბოლოს,
შემოდგომის ყოველ დასასრულს
მე თითქოს ვკვდები
და ვრჩები ასე -
შემოდგომის ყვითელ ნეშტად...
გაზაფხულამდე"...

Комментариев нет:

Отправить комментарий