четверг, 15 декабря 2016 г.

რაზე ვოცნებობ?!

რაზე ვოცნებობ?.. ჰოო, აი ეს მართლაც რთული კითხვაა. ხატოვნად რომ ვთქვა, ოცნება ყვავილია, მოწყვეტ და დაჭკნება…


არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოცნება არ მაქვს. უბრალოდ ძალიან ღრმად, გულის კუნჭულშია მიმალული და არ მინდა ზემოთ მოვიხმო და თეთრ ფურცლებს გავანდო…
არ ვიცოდი ასეთი საამო გრძნობა თუ იქნებოდა ფურცელთან მარტო დარჩენა… არ ვიცი როგორ ავხსნა ის, რასაც ახლა განვიცდი… თითქოს გარდატეხა მოხდა ჩემში, თითქოს ავმაღლდი და რწმენა მომეცა საკუთარი თავის… არა, არ გავამაყებულვარ, სიამაყე შორსაა ამ დროს ჩემგან და ამით ვამაყობ. სხვა გზა არ მაქვს, უნდა გამოვიყენო ეს ბანალური ფრაზა: “თითქოს ახლიდან დავიბადე.” არადა როგორ არ მიყვარს გაცვეთილი სიტყვები, გაცვეთილი ქცევა… ვერ ვეგუები ვერაფერს ასჯერ, ათასჯერ, მილიონჯერ თქმულსა თუ გაკეთებულს...
ვიღაცას უთქვამს: “ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია”… არ ვეთანხმები… “ყველაფერი ახალი კარგად დახვეწილი ძველია” – ასე რომ იყოს კიდევ ჰო…და ასეც უნდა იყოს… ისევ ეს თვითკმაყოფილება… არა, ამ სენისგან განკურნება მართლაც შეუძლებელია... დაგვღუპავს თვითკმაყოფილება…

Комментариев нет:

Отправить комментарий