четверг, 22 декабря 2016 г.

დღევანდელ ყოფაში...

დღევანდელ ყოფაში, როცა ყოველდღე იცვლებიან ადამიანები და მათი მოთხოვნილებები, სურვილები, გრძნობები, ფასეულობები, იცვლება გემოვნება, მსოფმხედველობა, მორალი, რთულია და თითქმის შეუძლებელი, იყო მუდმივად სიახლის გენერატორი. თუ გაგიმართლა და ახალი შექმენი, ჯერ გაგათახსირებენ, მერე გაგაღმერთებენ და ბოლოს ამ ახლის უბადრუკ ასლებად გაგავრცელებენ დაუნდობელ სამყაროში და მორჩა შენი თვითმყოფადობის უხეირო მცდელობა...

четверг, 15 декабря 2016 г.

შემოდგომის ყოველ დასასრულს...


ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ვერაფრით შეცვლი, რისი დაკარგვაც ვერაფრით ვერ ანაზღაურდება. შენთვის ძვირფას ყოველ საგანს, თავისი ჯადო აქვს. მახსოვრობაში ის გამუდმებით ვარსკვლავივით კიაფობს და სინათლის სხივებს გაწვდის. ეს ნიშნები ცოცხალ, მკაფიო წარმოდგენას ქმნის დავიწყებულ წუთზე, საათზე, დღესა და წელიწადზე. ადამიანის მთელი ცხოვრება ამ მკაფიო წარმოდგენებისა და მოგონებებისგან შედგება და რადგან ეს არც ისე ბევრია, მათი დაკარგვა დიდ ტკივილს იწვევს ხოლმე. ამ ნივთის დაკარგვასთან ერთად შენი მახსოვრობიდან უნებურად იშლება და სამუდამოდ იკარგება განსაზღვრული ჟამი, რომელიც გიყვარდა ან გძულდა, რომელიც ჯაჭვის რგოლივით იყო გადაბმული იმ ერთიანობასთან, რომელსაც ბიოლოგიური არსებობისგან განსხვავებით, ცხოვრება ჰქვია...

რაზე ვოცნებობ?!

რაზე ვოცნებობ?.. ჰოო, აი ეს მართლაც რთული კითხვაა. ხატოვნად რომ ვთქვა, ოცნება ყვავილია, მოწყვეტ და დაჭკნება…