вторник, 25 октября 2016 г.

შემოდგომაა ჩემო...

რა ფერი აქვსო შემოდგომას ვინმემ რომ მკითხოს, ბუნების ყველა ლამაზ ფერს მას მივაკუთვნებდი... მერედა, რამხელა სილამაზე და პოეზია ჩაქსოვია, თითოეული შემოდგომა ნანახი ფოთლის გაყვითლებულ სახეს... მოწყდება ხეს მოფრინავს და გაიძახის:
– აი მე უკვე ვიცხოვრე ჩემი საცხოვრისი, მივდივარ და გაგებებთ ზამთარს…



მერედა, რა მშვენიერი და ლამაზია მისი უკანასკნელი წამი მიწისკენ, რომ მილივლივებს და უერთდება გადაწითლებულ მდელოს... მიწას საბნად ეკვრება ფოთლები, თითქოს სიცივისგან იცავენ ფესვებსო. ნაზად ეხუტებიან სიცოცხლის საწყისს...

მოწყენით ბაღში ჩამომჯდარა „უცხო“ ხეებს მიშტერებია და ითვლის:


– ერთი ორი სამი და ასე უსასრულოდ ვიდრე უკანასკნელი ფოთოლი არ ჩამოწყდება სიცივისგან აკანკალებულ ხეს... მერე შესცივდებათ ხეებს გაიყინებიან დაითოვლებიან და დაგვემშვიდობებიან…
– ერთი, ორი, სამი… ითვლის უსასრულოდ ბოლო ფოთლის ჩამოვარდნამდე… მაგრამ არ არსებობს შემოდგომა, რომელიც ერთ ფოთოლს მაინც არ შემოუნახავს გაზაფხულს იმის ნიშნად, რომ ბუნების მშვენიერებას ვერანაირი სიცივე ვერ მოერევა…


Комментариев нет:

Отправить комментарий