вторник, 25 июня 2019 г.

ღმერთს გადარჩენას შეევედრება...

 სული ხმაურობს...ვერ იტევს სხეული შეშლილ შინაგან სამყაროს,  გადმოსვლას ლამობს...  სად მიდის, საით მიეჩქარება, რატომ არ უნდა ცოტა გონებასაც დაუგდოს ყური, ან გულის ფრიალს მიაყურადოს...
ბობოქრობს სული, გადარეული და ელოდება თავის დროებას...  იმედს არ ჰკარგავს და თავპირისმტვრევით გაქცევას ლამობს...  მთავარია,  შიშის შეგრძნება არ დაეუფლოს, თორემ მერე,  გულის კუთხეში დაჯდება ჩუმად და გული დაიწყებს გლოვას - მისი შემყურე...  სული ტირილს დაიწყებს და გული მისი ცოდვით შეიკუმშება...  მერე ტკივილიც მოვა და ვერანაირი წამალი ვერ შეძლებს მათ განკურნებას...  სხეულიც მათთან ერთად აკანკალდება...
არ შეაჩერო გულო, გესმის? გაუშვი სული და შენც სხეულო, მიეცი მის სარბიელს გზა ფართო, თორემ გარდაიცვლება...
სული ვერ იტანს ჩარჩოებს...  სულს გაფრენა სურს და ზეცად აჭრა ანგელოზის ფრთებით...   და განა რამე...   ან ზეცაში დარჩენას აპირებს...
არ უნდა ცუდად იყოს და ღმერთს გადარჩენას შეევედრება............

Комментариев нет:

Отправить комментарий