ბუნების უნაკლოება და რამდენად ხელოვნურია საზოგადოება?!
მე ასე ვთვლი და ვიტყვი!
მხოლოდ ფურცელზე არ გამოვთქვამ ჩემს პროტესტს რაღაც საკითხებისადმი. ახლა რატომღაც, მინდა ამ თემაზე ვისაუბრო...
სიტყვა სიტყვას აღარ ჰგავს და გრძნობა გრძნობას. ისე გეტყვიან მიყვარხარო, თვითონ სიტყვის მნიშვნელობა თუ გაეგება საკითხავია და სასაცილოც… მეც მეღიმება ხოლმე ამას, რომ მეუბნებიან... თბილ სიტყვებს უკან ვუბრუნებ... არ მინდა სხვანაირად ვიფიქრო, მაგრამ რა გავაკეთო, რომ მეფიქრება და მეღიმება?!... ჩემს გრძნობაში მე კი ვარ დარწმუნებული... ვაი რომ სხვების არ მჯერა და რა მეფიქრება კიდევ... ილია, რომ ამბობდა: ჩვენს დროში "კაცი" სიტყვა ისე გაფუჭდა, "კაცურის“ დამატება გახდა საჭიროო... დღეს რომ კაცის სიტყვა ასე გაფუჭდა, სამომავლოდ რა იქნება ნეტა?!
ახლა თემაზე მოგითხრობთ...
თუ დავფიქრდებით და საკუთარ თავს სიჯიუტეს არ გავუწევთ, რიგ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ რაც ბუნებას უქმნია თავისი ხელით – უნაკლოა. იმავეს ვერ ვიტყვი საზოგადოების ხელითქმნილზე... ადრეული პერიოდიდან დღემდე, რამდენს უთქვამს და რამდენს დაუწერია ბუნების მშვენიერებაზე. განა იმას ვიძახი, რომ ადამიანის ხელს არ შეუქმნია ისეთი მშვენიერება, რომლითაც მთელი საზოგადოება მოხიბლული არ დარჩენილა, მაგრამ ბუნება და მისი ბუნებრიობა, რომ მშვენიერია, განა ისეთივე მშვენიერი იქნება ადამიანის, როგორც საზოგადოების ერთ–ერთი წევრის ხელოვნურობა?! ან შეიძლება იმის ბრალია ყველაფერი, რომ მე გახლავართ მეტად მოტრფიალე ბუნებრიობის, თუმცა იმდენად ბუნებრივი არ ვარ, რამდენადაც მისი მოტრფიალე და ესეც საზოგადოების ბრალია. უმეტესწილად ისინი არ იძლევიან საშუალებას იყო ბუნებრივი, ისევ მათი ხელოვნურობიდან გამომდინარე.
რაშია ცხოვრების ურთულესი მექანიკა?!
იმაში, რომ ებრძოლო არა ბუნებას, არა მის სისრულეს, მის სრულფასოვნებას, არამედ ებრძოლო საკუთარ თავს, საკუთარ ჩარჩოებს და გონებას, რომელიც ბუნებრივობის საშუალებას არ გაძლევს. ყველა ადამიანს, როგორც წესი უნდა გააჩნდეს მიზანი, მერე მიზნისთვის უნდა იბრძოლოს... და რას გვაძლევს ეს?!
არაფერს მეტს, თუ არა ბრძოლით დაღლას (ამას მოხუცებულობის ჟამს თუ მიხვდები). ადამიანის ბუნება ისეთი ველურია, რომ მეტი და მეტი უნდა... დაგეგმილი ბრძოლა, რომელიც გამოგთლის და გამოგჭრის საბრძოლო მანქანად, მექანიკად ჩამოგაყალიბებს ადამიანს... ამ დროს ივიწყებ გრძნობას... იღწვი მეტისკენ, მაგრამ რად გინდა ნეტა?!
იქნებ საზოგადოებამ შეიგნოს და არ ეძიოს მატერიალური?! ეძიე საინტერესო და გასცდი ჩარჩოებს, რომელიც გბოჭავს...
დავწერე და რაღაც საკითხები ერთმანეთთან შეიძლება წინააღმდეგობაშია, მაგრამ ესეც ხომ ბუნებრივია...
არსებობს ჭეშმარიტება?!
იტყვი საზოგადოებაო და გეტყვის საზოგადოება: სად არის ბუნება?! მის უნაკლოებაზე რატომ არ წერეო...
კითხვა იცის ადამიანმა, ნუშის ხემ კი, როდის აყვავდეს – მას ლაპარაკი აღარ სჭირდება...

Комментариев нет:
Отправить комментарий