воскресенье, 26 мая 2019 г.

იცით? ერთ რამეს გეტყვით: ......

- როცა საკუთარ თავში მოახერხებ სიყვარულის ჩაკვლას, შენ მართლა შეგიძლია გახდე დიდი ადამიანი, მაგრამ იცოდე ყოველთვის ინანებ, რომ სიყვარული განაგდე. თაობები მოგიგონებენ, ყველას ეყვარები, მაგრამ მარტოსული იქნები ცხოვრების ბოლომდე… ამიტომ, როდესაც სიყვარული მოვა, კარგად დაფიქრდი… ეს საბედისწერო გრძნობაა…
მაშ როგორ მოვიქცეთ?
- არ უნდა დაფარო, რომ გიყვარს...არაფრის საფასურად არ უნდა ჩაიკლა შენს გულში ეს გრძნობა და ბოლომდე უნდა აგრძნობინო იმ ადამიანსაც, ვინც ასეთი ლამაზი გრძნობით დაგაჯილდოვა...
საბედისწერო მათთვის აღმოჩნდდება, ვინც უარს იტყვის სიყვარულზე... დაიტანჯება...
- თქვენ ასე გულახდილი ხართ ყოველთვის?
- როცა ნამდვილად მიყვარს და დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და გულის ძახილში, კი...
- საკუთარ თავში დარწმუნებას როდის გრძნობთ?
- როცა არამარტო მის დანახვაზე, არამედ მის გახსენებაზეც კი გული მიფრიალებს და ეს ყოველი დღის განმავლობაში, საათში 50 წუთს მაინც მოიცავს...
- კარგი გოგო ხარ. ამის გაგონება მინდოდა.
- მადლობა.
- და ეს თუ ხდება ასე, რეალობაში?
- კი, ხდება, მაგრმ ჩემს გულს იმედგაცრუება უგრძვნია და სწორედ ამიტომ დავწერე... სხვას მივუთითე...
- იმედი გაგიცრუვდა, ხომ არ მოკვდა...
- ანუ, გამოამჟღავნებს? ან ახალი გამოჩნდდება? ცოდვა არ არის მერე ეს გული, ამდენი ლოდინით და ამდენი იმედგაცრუებით?
- ხომ გაგიგია: "ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი"...
- "ტკბილი" ალბათ სიკვდილია... ძალიან ბევრი "მწარის ჭამა" მომიწია უკვე...
- რატომღაც ძალიან გაგიტეხია გული.
- უკვე ისეთ ასაკში ვარ, ახალი გრძნობის მოსვლის იმედსაც, რომ ჰკარგავ და ალბათ ამიტომ...
- არც მე ვარ პატარა, მაგრამ ასე არ ვფიქრობ, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს.
- საერთოდ ნათქვამია, რომ ქალი ჩემს ასაკში, ყველაზე მეტად მშვენდება და გრძნობს ჭეშმარიტ სიყვარულს...
- ქალი ყველა ასაკში მშვენიერია, თუმცა, ამას დანახვა უნდა.
- სასურველისთვის, კი...
- არამგონია, რომ თქვენ ეხლა ისეთ ასაკში იყოთ - ყველაფერი გადაწყვეტილი იყოს...
- ასაკს არასოდეს ვმალავ სხვა ქალებივით.. მსიამოვნებს როგორც ქალს, რომ ბევრად ახალგაზრდა ვგონივარ ბევრს.
- მშვენიერი ასაკი გაქვთ.
- ჰო, ალბათ...
თუმცა, რამდენად უპასუხებენ და გაუმართლებს, ალბათ ამაზეა დამოკიდებული ამ ასაკში ქალის სიმშვენიერე..

ამიტომ, ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ გამიმართლებს და ცხოვრების ბოლომდე მარტო არ დავრჩები...

კიდევ ერთხელ არ მინდა მეტკინოს გული...
- თქვენს ასაკში ქალები ახლა იწყებენ ცხოვრებას,
თქვენ კიდევ წუწუნებთ.
- კი, მაგრამ წარსული, შვილები?
- ეს მშვენიერია, ამითი ხარ ბედნიერი.
რაც შეეხება პირადულს, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ.
- კი, ჩემი ცხოვრების ერთადერთი ბედნიერება შვილებია, შვილიშვილი, მაგრამ თავისი პირადი ცხოვრებაც სჭირდება ყველა ადამიანს... არ აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება, თუ კაცი...
- ყველაფერი წინაა.
- იმედია...
- მესმის თქვენი და გეთანხმებით.
ნუთუ არ მოიძებნა ის ადამიანი, ვინც თქვენ შეგავსებთ და გაგალამაზებთ? ვერ დავიჯერებ.
- სამწუხაროდ, ჯერ არა...
- გააღეთ გულის კარი ბოლომდე და ისიც არ დააყოვნებს.
- გააჩნია ამ გულში, ვინ შემოიხედავს...
- რას გულისხმობთ?
- გული მინდა ვიგრძნო მათი...
- იქნებ ცდები რამეში, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა მოიაზრება კომპლექსურად ყველაფერში და იმათგან გრძნობ ლტოლვას თქვენდამი და თქვენ კი იქნებ სხვანაირ ინტერპრეტაციას უკეთებთ.
- შეიძლება... ალბათ ჩემი სიფრთხილის ბრალიცაა...
- შენი ხომ არ ეშინიათ?
- უკარება ვარ, ვაღიარებ...
მეგობრობა ანაცვლებს სიყვარულს?
- მაინც ვერ გავიგე ვერაფერი.
- მე მის თვალებში, ისევ დიდ სიყვარულს ვხედავ ჩემს მიმართ... მაგრამ ამას აღარ ამბობს...
- მაშ რას ერჩი?
მიიღე ისეთი როგორიც არის!
- სხვა გზა არ მაქვს?
- იყოს ის ფრთხილი და უყვარდე შენ.
რატომ იტანჯავ თავს?
- ერთ დღეს, რომ ვეღარ დავინახო მის თვალებში სიყვარული, მერე? მეგობრობას ვერ შევძლებ მარტო მასთან...
- თუ გეყვარება, ყველაფერს შეძლებთ.
მიუგდე ყური მის სიფრთხილეს.
- ვნახოთ, კიდევ რას გვიჩვენებს უახლოესი მომავალი და ისე გადავწყვიტავ...
- და ყველაფერი კარგად იქნება!
თავი აკონტროლე და ნუ იქნები ზედმეტად მომთხოვნი მის მიმართ. ასე უფრო შეინარჩუნებ ურთიერთობას.
- ხანდახან სულ ვკარგავ იმედსაც, მაგრამ იმდენად მაშინებს მისი დაკარგვა, რომ...
- ეს რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორო.
- მისი სიყვარულის გამო ვერ ვხედავ ალბათ სხვის სიყვარულს...
- ხანდახან ქალებს გიჭირთ რეალობის აღქმა, მაგრამ ასეა, თუ ის გიყვარს, რატომ ეძებ სხვას?
არ ხარ დარწმუნებული შენს თავში?
- არ ვეძებ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ერთ დღეს ისიც მარტო დამტოვებს...
ჩემს თავში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მის თავში უკვე აღარ...
- არ ვიცი რამდენად მართალი ვარ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი რჩევასავით: არ იფიქრო რა იქნება მერე. მიენდე დღევანდელ დღეს, ალბათ მომავალი კეთილი იქნება.
კარგი გოგო ხარ.
ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ.
- დიდი მადლობა, რომ მესაუბრეთ... აშკარად დამეხმარეთ... ასე გულახდილად იშვიათად ვსაუბრობ... პირველად მივიღე სრულიად უცხოსგან დადებითი რჩევები, რომელსაც, აუცილებლად გავითვალისწინებ...
- იცით? ერთ რამეს გეტყვით:
თქვენ ბედნიერი ხართ, რადგანაც სიყვარული შეგიძლიათ. სიყვარულს ნიჭი უნდა. სამწუხაროდ, ამ ნიჭით ყველა როდია დაჯილდოებული.
ზოგს ამის გააზრების უნარიც არ აქვს.
იცოცხლე ხვალინდელი დღისთვის და ყველაფერი კარგად იქნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий