დამწვარი და ჩაფერფლილი ოცნებები, კვამლში გახვეული წარსულის აჩრდილები...
აქა-იქ პერიოდული გამონათებებით და ნათელ მომავალზე ფიქრით აღტყინებული გონება. ფარსად ქცეული აწმყო, რომელიც გაშინებს თავისი არსებობით, არ გაძლევს მოდუნების საშუალებას... თეთრად გათენებული ღამეების წყება, ზოგჯერ ფხიზელი, ზოგჯერ კი გონებადაბინდული მყოფადობით... ყოველდღიურ ფიქრებში გართული თავი, ფერადი ფიქრებით რომ წარმოგიდგება თვალწინ, მაგრამ გრძნობ, ეს ფერები ყალბია და სინამდვილეში ნაცრისფერი ქალაქის ფერია, ისეთივე ნაცრისფერი, როგორიც ქვეყანაში არსებული რეალობა, მძიმე, მაგრამ რეალობა...
საკუთარ თავთან განმარტოების ასე დამღლელი ყოფნა, გაქცევის სურვილს რომ გიმძაფრებს, გაქცევის სადმე პარალელურ რეალობაში, სადაც შენი ოცნებების სამყაროა, სადაც უფრო ბედნიერად გრძნობ თავს, სადაც არ არსებობენ წარსულის, აწმყოს და მომავლის აჩრდილები თუ ლანდები, სადაც ქაოსი მხოლოდ შენს ნებას ემორჩილება, სამყაროს კანონები კი უბრალოდ არ არსებობს...
უბრუნდები ისევ რეალობას...
ისევ ნაცრისფერი ...
გესმის, როგორ ღელავს შენთვის ძალიან ახლობელი, ასე შორეული ზღვა...
რა ნაცნობია ეს ყველაფერი, ტკივილამდე ნაცნობი ყოფით, რომელიც ვინ იცის კიდევ რამდენჯერ მოგიძალებს დადებით თუ უარყოფით ემოციებს, ფიქრებს...

Комментариев нет:
Отправить комментарий